“არისტოკრატებმა” 7 ახალი ფეხბურთელის გუნდში მისაყვანად 222 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯეს. კაი ჰავერცი, ტიმო ვერნერი, ჰაკიმ ზიეჩი, ედუარდ მენდი, ბენ ჩილველი, ტიაგო სილვა, მალანგა სარი – შეუერთდნენ ლონდონის “ჩელსის”. შესაძლოა ეს არ იყოს სრული ჩამონათვალი და ფრენკ ლამპარდმა კიდევ ვინმე დაიმატოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ჩელსის” სამიზნე ამჯერად “ვესტ ჰემის” ნახევარმცველი დეკლან რაისია. სავარაუდოდ, მისი […]