ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, იტურალდე გონსალესმა, ,,რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ზეწოლაში დაადანაშაულა. გონსალესი ,,რეალის” საკლუბო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც მათი გუნდის წინააღმდეგ კარლოს კლოს გომესის დაშვებული შეცდომებია ნაჩვენები. ,,ეს ამ ტელევიზიის სტანდარტია… თუ ჟურნალისტები ხართ, მიპასუხეთ, ვინ დამიბარა ოთახში? გამოიძიეთ, რათა გაიგოთ, როგორ ცდილობენ მსაჯებზე ზეწოლას. 2010-2011 წლების სეზონში, ,,რეალისა” და ,,დეპორტივოს” მატჩის შემდეგ, […]