“პსჟ რთული მოწინააღმდეგეა” – იულიან ნაგელსმანი
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გულშემატკივართა დიდ ყურადღებას ერთ-ერთი წყვილი იქცევს, სადაც ერთმანეთს “პსჟ” და “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. წილისყრის შემდეგ, ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა – იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა: “პსჟ” რთული მეტოქეა. არც ფრანგებს უხარიათ ჩვენთან დაპირისპირება. შეხვედრისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო გვაქვს. წინ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზაა და ამ დროის კარგად […]
,,ყველაფერი სპონტანურად მოხდა” – ნაგელსმანი კანსელუს ტრანსფერზე
,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მიუნხენურ გუნდში ჟოაო კანსელუს გადასვლაზე ისაუბრა: ,,აინტრახტთან თამაშის შემდეგ ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მასთან წინასწარ არც კი მილაპარაკია. ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ შანსი გვქონდა. კანსელუს ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ის ფლანგის მცველია, რომელიც შეტევაში მონაწილეობას ხშირად მიიღებს,” – განაცხადა სპეციალისტმა. კანსელუ ,,ბაიერნში” იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მიუნხენური გრანდისა და ,,მანჩესტერ სიტის” […]
ალფონსო დევისი გულის პრობლემის გამო დროებით ვარჯიშს წყვეტს
მიუნხენის “ბაიერნში” კორონავირუსი მძვინვარებს, სწორედ ამ ფაქტზე სასაუბროდ, “რეკორდმაისტერების” თავკაცმა – იოლიან ნაგელსმანმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს კლუბში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. 34 წლის თავკაცის თქმით, “ბაიერნში” კორონავირუსი კვლავ მოდებულია, რის გამოც შაბათს გასამართი შეხვედრისთვის, სადაც “ბაიერნი” “კიოლნს” ესტუმრება, კლუბის არცერთი ფეხბურთელი 100%-ით მზად არ არის სათამაშოდ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სრულიად გამოჯანმრთელებულია და თამაშში ბოლომდე დახარჯვას […]
გამარჯვების მიუხედავად, ბაიერნი შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ფრაიბურგი” “ბაიერნს” დაუპირისპირდა. საკუთარ კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, მასპინძლები პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა – “ფრაიბურგი” ძლევამოსილ მეტოქესთან 1:4 დამარცხდა. სოლიდური სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, “რეკორდმაისტერი” შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს, აღნიშნულის მიზეზი კი უნებლიე შეცდომაა, რომელიც “ბაიერნის” სამწვრთნელო შტაბმა დაუშვა. მატჩის უკანასკნელ წუთებში, მოედანზე “ბაიერნის” 12 ფეხბურთელი იმყოფებოდა. 85-ე წუთზე, […]
ვინ შეცვლის გალტიეს? ფრანგულ მედიაში მთავარი კანდიდატი სახელდება
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტოფერ გალტიეს შეცვლის მთავარი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასა და სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. როგორც L’Equipe წერს, გერმანელის სამწვრთნელო შტაბში ტიერი ანრიც იმუშავებს. ,,პსჟ-ში”, ასევე, ჟოზე მოურინიოსა და ლუის ენრიკეს კანდიდატურებსაც განიხილავენ. გალტიემ, რომელიც დიდი ალბათობით ,,პარი სენ ჟერმენს” დატოვებს, გუნდი გასულ […]
იულიან ნაგელსმანი: “ეს დუელი პირველივე მატჩში წავაგეთ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, “ვილიარეალთან”ორი მატჩის ჯამში (1:2) დამარცხების შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა. “პირველი მატჩი გადამწყვეტი იყო. გასვლით შეხვედრაში ცუდად ვითამაშეთ, რამაც მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, ორმატჩიან დუელში ჩვენი დამარცხება გამოიწვია. როგორც ტაქტიკის, ასევე ინტენსივობის თვალსაზრისით, ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. პირველ ტაიმში ჯამალ […]
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას საკლუბო კარიერაში, შემდეგ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი “ნაპოლის” დატოვებს და ეს ამბავი მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს. შესაბამისად, მედიამ უკვე დაიწყო საუბარი იტალიელი სპეციალისტის პოტენციური შემცვლელების შესახებაც. აქამდე, კანდიდატთა შორის რამდენიმე სპეციალისტის სახელმა […]
იულიან ნაგელსმანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 34 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრის წინ, ლისაბონის “ბენფიკას” წინააღმდეგ (4:0), თავი ცუდად იგრძნო და მის ნაცვლად გუნდი მოედანზე მისმა ასისტენტმა, დინო ტოპმიულერმა გაიყვანა. როგორც მოგვიანებით, COVID19-ის ტესტმა აჩვენა, ახალგაზრდა მწვრთნელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. საინტერესოა, რომ იულიან ნაგელსმანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად არის აცრილი, თუმცა […]
ლივერპული 2:0 ლაიფციგი (მიმოხილვა)
ლონდონელები პოტერის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებენ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” თავკაცები გეგმავენ, რომ იულიან ნაგელსმანი გადმოიბირონ. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონელებმა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გრემ პოტერი გაათავისუფლეს. ,,ვაცხადებთ, რომ გრემ პოტერმა გუნდი დატოვა. კლუბში ყოფნის დროს გრემმა ,,ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ,,რეალს” შევხვდებით. პოტერს ძალისხმევისა და გუნდში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.” – ასეთი იყო გუნდის ოფიციალური განცხადება. […]
“ტოტენჰემის” წარმომადგენლებსა და იულიან ნაგელსმანს შორის გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა – ნაგელსმანი “სპურსის” მომავალი მთავარი მწვრთნელი არ გახდება! აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, “სპურსი” და ნაგელსმანი კონკრეტულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ერთ-ერთ სადავო თემას, ახალი სპორტული დირექტორის საკითხი წარმოადგენდა, რომელზეც პრემიერ ლიგის კლუბსა და ნაგელსმანს განსხვავებული შეხედულება გააჩნდათ და განსხვავებული […]
ნაგელსმანი – ბარსელონას წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშებთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, “ბაიერნი” “ბარსელონას” დაუპირისპირდება. E-ჯგუფის განვლილ 5 ტურში, “რეკორდმაისტერმა” ხუთი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ნაადრევად გაინაღდა. გერმანული გრანდისგან განსხვავებით, “ბარსელონა” რთულ მდგომარეობაში იმყოფება – “რეკორდმაისტერთან” მარცხის შემთხვევაში, კატალონიური გრანდი შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს. თუ გავითვალისწინებთ გუნდების სათამაშო ფორმას, არაა გამორიცხული, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი “ბლაუგრანას” გარეშე ვიხილოთ. […]