მირჩა ლუჩესკუმ იუპ ჰაინკესის რეკორდი დაამხო
კიევის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უხუცესი მწვრთნელი გახდა. უკრაინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტს” – 3:0 აჯობა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს 2016/17 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. ივნისში ლუჩესკუს 75 წელი შეუსრულდა და ის ყველაზე მხცოვანი სპეციალისტი იქნება, რომელიც გუნდს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის […]
მირჩა ლუჩესკუმ იუპ ჰაინკესს აჯობა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში კიევის “დინამო” შინ, ტურინის “იუვენტუსთან” – 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში რეკორდი დაამყარა გამოცდილმა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ. უკრაინელთა თავკაცი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა. 75 წლის და 84 დღის სპეციალისტმა მადრიდის “რეალის”, მიუნხენის “ბაიერნის”, “შალკეს”, მიუნხენგლადბახის “ბორუსიას”, ბილბაოს “ატლეტიკის” და ლევერკუზენის “ბაიერის” ვეტერანი დამრიგებლის იუპ ჰაინკესის რეკორდი […]
ჩემპიონთა ლიგა: მსაჯების მიერ დაშვებული 5 შეცდომა, რომლებმაც თამაშზე გავლენა მოახდინა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, არაერთი გამორჩეული თამაში ყოფილა. ზოგი დრამატულობით და უხვგოლიანობით, ზოგიც კი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომებით დაგვამახსოვრდა. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მატჩს, რომლებშიც მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამან მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. 5. ფელიპე სანტანას გამარჯვების გოლი “მალაგას” კარში. 2012/2013 წლის მეოთხედფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს მანუელ პელეგრინის “მალაგა” და იურგენ კლოპის “ბორუსია” შეხვდნენ. […]