“განადგურებული ვარ, ჩვენს საქციელს გამართლება არ აქვს” – მო სალაჰი
ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერსისაიდული გრანდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. “ლივერპული” უკანასკნელი 10 ტურის განმავლობაში არ დამარცხებულა, თუმცა “ასტონ ვილასთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კლოპის გუნდის ევროპულ ამბიციებს წერტილი დაესვა – უპრესტიჟულესი ევროპული საკლუბო ტურნირის ნაცვლად, “ლივერპული” რანგით მეორე ტურნირზე იასპარეზებს. მომხდართან დაკაშირებით კომენტარი გუნდის […]
ბობი ფირმინო: ლივერპულის ნამდვილი ლეგენდა
რობერტო, იგივე ბობი ფირმინო, შაბათს “ენფილდზე” თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს. ამ ამბავს ჩუმად გვერდს ვერ ავუვლიდით – უყვართ მერსისაიდზე და მის გარეთ, გასახსენებელი და სასაუბრო კი ბევრია. კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. უდიდესი ალბათობით, “ასტონ ვილასთან” შეხვედრაში, კლოპის 11-ეულში მინიმუმ რამდენიმე წუთს გაატარებს, შემდეგ კი აგუგუნებულ “ენფილდსა” და ცრემლიან, თან მომღიმარ ბრაზილიელს ვიხილავთ. 361 მატჩი, 109 […]
იურგენ კლოპი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, სპეციალისტს ჯარიმის გადახდაც მოუწევს
პრემიერლიგამ ,,ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, მსაჯის – პოლ ტირნის გაკრიტიკების გამო, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ,,ტოტენჰემთან” მოგებული მატჩის შემდეგ, (4:3) გერმანელმა სპეციალისტმა ტირნი მიკერძოებაში დაადანაშაულა. Sky Sports-ის ცნობით, კლოპს ჯარიმის სახით 75 ათასი ფუნტის გადახდაც დაევალა. ,,ლივერპულს” სეზონის ბოლო ორი შეხვედრა ,,ასტონ ვილასთან” და ,,საუთჰემპტონთან” ელის. ,,მერსისაიდელები” პრემიერლიგის 36 ტურის შემდეგ, 65 ქულით სატურნირო ცხრილის […]
“გარანტირებული არაფერია” – იურგენ კლოპი
მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვთნელმა შესაძლო ტრანსფერებისა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა, საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა. კლოპი დასძენს, რომ უპრესტიჟულეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე გასვლის შემთხვევაში, კლუბს ტრანსფერების განხორციელება გაუმარტივდება – თუმცა, მის გარეშეც “ლივერპულს” გააჩნია სათანადო ავტორიტეტი, რომ ვარსკვლავები მიიზიდოს. “მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გარანტირებული […]
ლივერპულს ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება
ავტორიტეტულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” მომავალი სპორტული დირექტორი იორგ შმადტკე გახდება. წყაროს მტკიცებით, შეთანხმება გარდაუვალია – გერმანელი სპეციალისტი კონტრაქტის პირობებს დათანხმდა და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “ლივერპულს” შეუერთდება. “ვოლფსბურგის” ყოფილი სპორტული დირექტორი პროექტებსა და ტრანსფერებზე იურგენ კლოპთან ერთად იმუშავებს, რომლის სიტყვაც სატრანსფერო სტრატეგიაში გადამწყვეტი რჩება.
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონში კრიზისი გადაიტანა: ,,ჩვენთვის ძალიან რთული სეზონი იყო. რა თქმა უნდა, რამდენიმე მატჩის მოგების შემდეგ, თავს ყველანი უკეთ ვგრძნობთ. ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები. მივიღეთ სასარგებლო გამოცდილება იმის შესახებ თუ როგორ უმკლავდებიან ბიჭები ასეთ სიტუაციებს. ყოველთვის შეიძლება, რომ რთული პერიოდებიდან რაღაც ისწავლო და ჩვენ ეს შევძელით. […]
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, განმარტა, რატომ აღნიშნა ,,ტოტენჰემთან” მატჩში გატანილი გამარჯვების გოლი მეოთხე მსაჯის წინაშე: ,,ეს ყველაფერი საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. ეს ემოციებმა, სიბრაზემ გამოიწვია, რაც კარგს არასდროს მოგვიტანს. სალაჰზე მეტოქე ჩემს თვალწინ დაჯარიმდა, შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა იყო და რიშარლისონის გოლი… ერთ წუთში გამარჯვების გოლი გავიტანეთ, რაც უნდა გამხარებოდა, მაგრამ, ცოტა გავბრაზდი. ცუდი […]
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა – იურგენ კლოპმა, პრემიერ ლიგის 32-ე ტურის წინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 55 წლის გერმანელ სპეციალისტს “ვესტ ჰემის” შესახებ ჰკითხეს, რომელიც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება და დიდი საფრთხეა იმისა, რომ სწორედ ცუდი თამაშის გამო, კლუბმა გუნდიდან მთავარი მწვრთნელი – დევიდ მოიესი დაითხოვოს. იურგენ კლოპმა კი ამ კითხვაზე […]
იურგენ კლოპს ეგონა, რომ სალაჰმა არსენალთან პენალტი გაიტანა | VIDEO
კლოპი: ,,ჩემი ფეხბურთელები უფრო ცუდი მოთამაშეები არ გამხდარან, უბრალოდ, უარესად თამაშობენ”
,,ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი წინა სეზონებთან შედარებით, არ დასუსტებულა: ,,ახლა ის მომენტია, როცა ყველაფერი არც ისე კარგად მიდის… ადგილობრივი არ ვარ, ამიტომ ინგლისურ ენაზე ამის უკეთესად ახსნა არ შემიძლია. ბოლო წლის განმავლობაში უფრო ცუდი მწვრთნელი არ გავმხდარვარ, რა თქმა უნდა, არა… ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ შედეგი საკმარისად კარგია, […]
იურგენ კლოპი: “ეს რომ მომხდარიყო, აქამდე ლივერპულში არ ვიმუშავებდი”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის გადადებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მისი გუნდი ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა (0:0) მიმდინარე სეზონში, მერსისაიდული კლუბის გამოსვლის შესახებ ისაუბრა. “გუნდები ერთმანეთს შარშან ორ ფინალში შეხვდნენ და ეს საუკეთესო უგოლო მატჩები იყო, რაც მინახავს. დღეს ჩვენ ვნახეთ არა თავდაჯერებული, მაგრამ საბრძოლველად მზად მყოფი გუნდები. ჩვენ […]
,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,ჩელსისთან” მატჩის წინ განაცხადა, რომ პრემიერლიგაში ახლა ორივე გუნდი იმ პოზიციაზეა (ლივერპული მე-8, ჩელსი – მე-11), რომელსაც იმსახურებს: ,,დიახ, უცნაურია, მაგრამ რეალობაა, ეს ორივე გუნდმა დაიმსახურა… გვაქვს იმის შესაძლელობა, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. ახლა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ყველა ფეხბურთელს შეუძლია, რადგან ადგილი გარანტირებული მხოლოდ 2-3 მოთამაშეს აქვს. ბიჭებმა ამის შესახებ იციან, […]