ეროვნული ლიგა: XXIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურში რამდენიმე ისეთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები და პრინციპული მეტოქეები დაუპირისპირდნენ, რამაც სატურნირო ცხრილში საინტერესო ცვლილებებიც შემოგვთავაზა. ტური ფოთში, ქობულეთის “შუქურასა” და “დინამო ბათუმის” შეხვედრით გაიხსნა. აჭარული დერბი, საკმაოდ მძიმე თამაშის ფონზე წარიმართა, რომელშიც გამარჯვებული ბათუმელები გამოვიდნენ და საჩემპიონო მარათონში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლები თორნიკე […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 15 ტურის შემდეგ ორკვირიანი პაუზა აიღო და გზა სანაკრებო ფეხბურთს დაუთმო. 9 ივნისამდე გამართულ ბოლო სათამაშო კვირაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები შედგა. ხუთივე გამართულ შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლი გავიდა, თანაც, ერთმანეთს ცხრილის პირველ ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მე-15 ტურის კალენდარი იმგვარად გადანაწილდა, რომ მესამე და მეოთხე პოზიციაზე მყოფი გუნდები ორი ლიდერი “დინამოს” […]
ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრე ზესტაფონში, ქობულეთის “შუქურასა” და გორის “დილას” შორის ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრით დაიწყო, რომელშიც გოლები მიხეილ სარდალიშვილმა და რევაზ ჩიტეიშვილმა გაიტანეს. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩი, სადაც გოლები ბენჟამინ ტეიდმა და ლუკა ქაფიანიძემ გაცვალეს. გამარჯვება ვერ შეძლო ვერც მეორე “დინამომ” – თბილისელებმა წყალტუბოში, “სამგურალთან” სერგო კუხიანიძისა და გიორგი […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
11-12 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მეტწილად, ცხრილის ზედა და ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ და ლოგიკური შედეგები დააფიქსირეს. სამი ქულის მოპოვება შეძლო “დინამო თბილისმა”, რომელმაც “სამტრედიას” უმასპინძლა და გიორგი გაბედავასა და ბაქარ ქარდავას გოლებით – 2:1 იმარჯვა. გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა მოახერხა – “ლოკომოტივმა” ქუთაისში, “ტორპედოს” – 3:1 […]
ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური იმერული დერბით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები, “სამტრედია” და “ტორპედო” დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დასცილდნენ. სამაგიეროდ გამარჯვება და საკმაოდ დიდი სენსაციის მოხდენა მოახერხა ეროვნული ლიგის მესამე იმერულმა კლუბმა, წყალტუბოს “სამგურალმა“, რომელმაც თბილისში, “ლოკომოტივს” – 3:2 აჯობა. სანაცვლოდ, თავიანთი შეხვედრები მოიგეს დარჩენილმა ორმა თბილისურმა კლუბმა: “საბურთალომ” გორში “დილას” – 2:1 აჯობა, […]
ეროვნული ლიგა: XVII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური 2020 წლის სეზონში ყველაზე უხვგოლიანი და საინტერესო მატჩებით დახუნძლული გამოვიდა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ტურში მონაწილე 10 გუნდიდან 6-მა სულ მცირე 2, სამმა კი 4 გოლის გატანა მოახერხა. სულ მცირე 4-ბურთაინი უპირატესობით იმარჯვეს “თელავმა” და “ლოკომოტივმა“, რომლებმაც შესაბამისად, გასავარდნ ზონაში მყოფ “მერანს” (6:1) და “ტორპედოს” (5:1) აჯობეს. ბოლოსწინა სათამაშო […]