ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრე ზესტაფონში, ქობულეთის “შუქურასა” და გორის “დილას” შორის ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრით დაიწყო, რომელშიც გოლები მიხეილ სარდალიშვილმა და რევაზ ჩიტეიშვილმა გაიტანეს.

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩი, სადაც გოლები ბენჟამინ ტეიდმა და ლუკა ქაფიანიძემ გაცვალეს.

გამარჯვება ვერ შეძლო ვერც მეორე “დინამომ” – თბილისელებმა წყალტუბოში, “სამგურალთან” სერგო კუხიანიძისა და გიორგი ბუხაიძის გოლების შედეგად – 0:2 წააგეს.

სეზონში მეორე 3 ქულა მოიპოვა “სამტრედიამ”, რომელმაც ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი “თელავი” ნათან ჟუნიორის გოლისა და ილია ბერიაშვილის ავტოგოლის მეშვეობით 2:1 დაამარცხეს. კახელთაგან მეტოქის კარი შოთა შეყილაძემ დალაშქრა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში გაიმართა, საადც შემდგარ თბილისურ დერბიში იური ტაბატაძის მიერ “ლოკომოტივის” კარში გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა და “საბურთალომ” სამი ქულა მოიპოვა.

ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  1

მეთერთმეტე ტურის შედეგები

“შუქურა” – “დილა” 1:1

“სამტრედია” – “თელავი” 2:1

“ლოკომოტივი” – “საბურთალო” 0:1

სამგურალი” – “დინამო თბილისი” 2:0

“დინამო ბათუმი” – “ტორპედო”

ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  2

სატურნირო მდგომარეობა მეთერთმეტე ტურის შემდეგ

მეთერთმეტე ტურის დასრულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში კვლავ “დინამო თბილისი” (22 ქულით) ლიდერობს, რომელმაც ბათუმელ მოსახლეე კლუბთან უპირატესობა სამ ქულამდე შეიმცირა. სამეულში კვლავინდებურად გორის “დილაც” იმყოფება – ქართლელთა აქტივში 17 ქულაა.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, აქ უკანასკნელ პოზიციაზე კახელები დაეშვნენ (6 ქულა), ქვედა სამეულს კი “სამტრედია” (6) და “ტორპედო” (7) ავსებენ.

ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  3

სტატისტიკა 

მეთერთმეტე ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულ ლიდერ, “დინამო თბილისის” თავდამსხმელ, ზორან მარუშიჩს იური ტაბატაძე წამოეწია, რომელთაც 5-5 გოლი აქვთ, მესამე პოზიციას კი გიორგი გაბედავა, მიხეილ სარდალიშვილი და სერგო კუხიანიძე იკავებენ. ყველაზე მეტჯერ მშრალად კარი კვლავ ლაზარე კუპატაძეს აქვს შენახული (5).

ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  4

მეათე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: ლუკა გუგეშაშვილი (“დილა”).

მცველები: ლუკა ქაფიანიძე (“ტორპედო”), ბენჟამინ ტეიდი  (“დინამო ბათუმი”), შალვა ბურჯანაძე (“სამგურალი“), ზურაბ ერაძე (“სამტრედია”).

ნახევარმცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი, იური ტაბატაძე, თორნიკე ძებნიაური (სამივე “საბურთალო”).

თავდამსხმელები: პაპუნა ფონიავა, სერგო კუხიანიძე (ორივე “სამგურალი”), მიხეილ სარდალიშვილი (“შუქურა”).

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე (“სამგურალი”).

განლაგება: 4-3-3.

ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი  5

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი

ასვეე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი 

სტატიის ავტორი
-