ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ,,ბენფიკამ” ,,მაკაბი ჰაიფას” სტუმრად 6:1 მოუგო და H ჯგუფში ასპარეზობა 14 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. ბოლო ტურის წინ, ლისაბონურ გუნდსა და ,,პარი სენ ჟერმენს” 11-11 ქულა ჰქონდათ (ორი ფრე ურთიერთშეხვედრებში) და ,,პსჟ” პირველ პოზიციას ბურთების უკეთესი შეფარდების გამო (+8 – პსჟ-ს, +4 – ბენფიკას) იკავებდა. დღეს პარიზელებმა ტურინის ,,იუვენტუსს” […]