ჟოაო ფელიქსი იუვენტუსში?
პორტუგალიის ნაკრებისა და “ბენფიკას” ფეხბურთელმა, ჟოაო ფელიქსმა მიმდინარე სეზონში ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “ბენფიკას” მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა. Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიცი ხვალ ჟოაოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდება. წყაროს თანახმად, იტალიური გრანდი მზადაა, რომ პორტუგალიელი […]
რონალდუს დედის სკანდალური განცხადება, რომელიც შესაძლოა უკმაყოფილების მიზეზი გახდეს
ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედამ საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც შესაძლოა “ბიანკონერის” ფანების უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. დოლორეს ავეირუმ Twitter-ზე კრიშტიანუ რონალდუს ფოტო შემდეგი ტექსტით განათავსა: “კრიშტიანუ, ფეხბურთელი რომელიც თითქმის 20 წლიანი კრიზისის შემდეგ, “იუვენტუსს” ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.” შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ “ბიანკონერის” 2018 წელს შეუერთდა. რონალდუს ტურინში გადაბარგებამდე “იუვენტუსმა” ზედიზედ შვიდჯერ […]
ბუფონი: “სახლში დავბრუნდი”
ლეგენდარული იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, ტურინის “იუვენტუსს” დაუბრუნდა. “დავბრუნდი, რადგან ქალბატონისგან შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია. დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი სახლია!” განაცხადა ბუფონმა. ცნობილია, რომ ბუფონი “იუვენტუსში” 77 ნომრით ითამაშებს: “შესნი პირველ ნომერს მთავაზობდა, კიელინიმ კი მითხრა, რომ კაპიტნის სამკლავურს დამიბრუნებდა, თუმცა არავის არაფერს წავართმევ, ტურინში დავბრუნდები და უბრალოდ, 77 ნომრით ვითამაშებ,” განაცხადა მან. 🇮🇹 Torno […]
მონაკო იუვენტუსის ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
“მონაკო” სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე “იუვენტუსის” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა. ფრანგული კლუბი ბლეზ მატუიდისა და დანიელე რუგანის გადაბირებას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport ავრცელებს. წყაროს თქმით, მონეგასკები რუგანის ტრანსფერის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ და მზად არიან, რომ გაკეთებული შემოთავაზებით “რომას” აჯობონ. “მონაკომ”, რომელმაც 2017 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და რამდენიმე სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე […]
რანიერი მალე დასაქმდება
“ლესტერის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი შესაძლოა მალე დასაქმდეს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარსიო ავრცელებს. “იუვენტუსის”, “ჩელსის” და “რომას” ყოფილი თავკაცის დაყოლიებას “სამპდორიას” ხელმძღვანელობა აპირებს. აქამდე, მათ ვაკანტური თანამდებობა ჯენარო გატუზოს შესთავაზეს, თუმცა “მილანის” ლეგენდამ უარი თქვა. გენუელებმა დაკავებული პოსტიდან ეუსებიო დი ფრანჩესკო გადააყენეს, რომლის ხელშიც გუნდმა 7 ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა. დი ფრანჩესკომ […]
იუვენტუსი 1:0 ატლეტიკო (მიმოხილვა)
ათწლეულის მონაცემები: მესი VS რონალდუ – ვინ იყო უკეთესი?
იმ საფეხბურთო ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ, მთავარი საკამთო საკითხი ალბათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის უკეთესის დასახელებაა. თემა, რომელზეც ასობით პროფესიონალს არაერთხელ უსაუბრია, არაერთი სტატია თუ გადაცემა შექმნილა, ალბათ ამოუწურავია და ისევე როგორც ზოგადად სპორტზე, კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, ამ სტატიაში კერძოდ ბოლო ათწლეულის მონაცემებს შემოგთავაზებთ […]
დრაგოვსკი – მე ვისწავლე თუ როგორ ასრულებს რონალდუ თერთმეტმეტრიანებს
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი “იუვენტუსსა” და “ფიორენტინას” შორის. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე “ფიორენტინას” გოლკიპერმა ბართლომეუ დრაგოვსკიმ განაცხადა – “მე ზედმიწევნით კარგად შევისწავლე კრიშტიანუს თამაში და ვიცი როგორ ასრულებს თერთმეტმეტრიანებს. პორტუგალიელს დარტყმის სტილის შეცვლა მოუწევს. გულწრფელად, რომ გითხრათ ვიმედოვნებ, დღეს ჩემს კარში პენალტი არ დაინიშნება.” დღევანდელ მატჩში კი “ფიორენტინას” კარში ორი პენალტი დაინიშნა და კრიშტიანუ […]
პაულო დიბალა: “ვადასტურებ, რომ კარგად ვარ …”
რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, არგენტინის ნაკრებისა და “იუვენტუსის” ვარსკვლავმა – პაულო დიბალამ განცხადება გააკეთა და მასზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა, რომ დიბალას კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა ცნობილი ევროპული გამოცემები ამ ფაქტს არ ადასტურებდნენ. “მოგესალმებით ყველას, გიდასტურებთ, რომ ვარ თვითიზოლაციაში საკუთარი სურვილით, თუმცა კორონავირუსი არ მაქვს. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და […]
არასრული 2 თვიანი ბრძოლის შემდეგ – დიბალამ კორონავირუსი დაამარცხა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” 27 წლის თავდამსხმელმა – პაულო დიბალამ კორონავირუსი საბოლოოდ დაამარცხა. როგორც მოგეხსენებათ არგენტინელი შემტევი Covid 19-ით 2020 წლის 13 მარტს დაინფიცირდა და დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ მან ეს ვირუსი დაამარცხა. ეს ფაქტი უკვე დაადასტურა “იუვენტუსმაც”: Update on @PauDybala_JR. — JuventusFC (@juventusfcen) May 6, 2020
ობამეიანგისთვის სამი გრანდი იბრძოლებს
სატრანსფერო პერიოდის გახსნის თარიღი კვლავაც ბურუსით მოცული საკითხია, თუმცა გუნდები სულ უფრო დიდ ინტერესს გამოთქვამენ სასურველი ფეხბურთელებისადმი. ამჯერად საქმე ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელს – პიერ-ემერიკ ობამეიანგს ეხება. ბოლო ინფორმაციის თანახმად “მეთოფეების” თავდამსხმელით “ბარსელონა” და “ინტერი” ინტერესდებოდნენ, თუმცა Le10Sport ავრცელებს ინფორმაცის, რომ ობამეიანგისათვის ბრძოლაში “იუვენტუსიც” ჩაება. წყარო იუწყება, რომ “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა დიდი იმედი გამოთქვა იმისა, […]