,,რომას” შემტევი, პაულო დიბალა, ყოფილ გუნდთან, ტურინის ,,იუვენტუსთან” ფარული ფინანსური გარიგების გამო, შესაძლოა, 1-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლიციამ არგენტინელი ამ საქმესთან დაკავშირებით დღეს დაკითხა. გამომძიებლის მტკიცებით, დიბალას 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, ხელფასის აღებაზე უარი არ უთქვამს (როგორც ეს ტურინულმა გუნდმა განაცხადა), ის ანაზღაურების გადადებას დათანხმდა და შემდეგში 1.9 მილიონ […]