იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა, ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილ ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუზე, სტატია გამოაქვეყნა. ავტორი პორტუგალიელზე წერს, რომ ის არასდროს ყოფილა კოლექტივის წევრი და არც გუნდის ლიდერად ითვლებოდა. გარდა ამისა, ვარსკვლავს იმაშიც ადაშაულებს, რომ თანაგუნდელებს დაცვაში არ ეხმარებოდა. ,,რონალდუს ქმედებების გამო, დაირღვა კანონი, რომელიც აქამდე იუვენტუსს აერთიანებდა: თანასწორობა, თავმდაბლობა და ერთიანობა. სამ წელიწადში ამან გასახდელში არსებულ დისციპლინას ძირი […]