იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ისაუბრა: ,,ვფიქრობ, რონალდუმ ,,იუვენტუსის” ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა. ჩემი ვარაუდით, მან გაანალიზა, რომ დღეს ტურინელებს საერთაშორისო დონეზე საბრძოლველად ძალა არ აქვთ. ,,იუვეს” ჩემპიონთა ლიგაზე სამწლიანი წარუმატებელი სერია ჰქონდა, ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან წასვლა. მე ჩემპიონებს ყოველთვის ვცემდი პატივს. ვფიქრობ, რომ დიდი ფეხბურთელები გუნდებს გამარჯვებაში ეხმარებიან, მაგრამ, […]