“მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “რეალი” – ეს იმ გრანდების ჩამონათვალია, რომლებმაც ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს. UEFA-მ ახალი ტურნირის შექმნის იდეა დაგმო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლების მტკიცებით, პროექტის შესაჩერებლად UEFA მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ორგანიზაცია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდას აპირებს, რის […]