დანიელმა ფეხბურთელმა, ნიკლას ბენდტნერმა, კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა. წლების განმავლობაში, იგი “არსენალის”, “იუვენტუსის”, “ვოლფსბურგისა” და “როსენბორგის” შემადგენლობაში თამაშობდა, დანიის ეროვნული ნაკრების მაისური კი 81-ჯერ მოირგო. შთამბეჭდავი კარიერის ფონზე, ბენდტნერი განსაკუთრებული შედეგიანობით არასოდეს გამოირჩეოდა. მეტიც, მნიშვნელოვანი მომენტების განიავების და მოედანზე არაერთი უცნაური ქმედების ფონზე, გულშემატკივარი მასზე არაერთ “მიმს” თუ სასაცილო ვიდეოს აკეთებდა. საინტერესო ფაქტია ის, […]