ვერონა 2:1 იუვენტუსი (მიმოხილვა)
ვიდალი შეიძლება იუვენტუსში დაბრუნდეს
იტალიური მედიის ცნობით, არტურო ვიდალი შესაძლოა “იუვენტუსში” დაბრუნდეს. Corielle dello sport-ის ცნობით, ტურინელები არტურო ვიდალს ემრე ჯანის იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. ვიდალი ამჟამად კატალონიის ბარსელონაში თამაშობს, თუმცა მას სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა. მიმდინარე წელს ვიდალმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 367 წუთი გაატარა (საშუალოდ 24 წუთი). კატალონიაში გადასვლამდე კი ჩილელი ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა.
ვიერი: ,,იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა და გუნდს რონალდუ დატოვებს”
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კრისტიან ვიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ,,იუვენტუსი” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, კრიშტიანუ რონალდუ ტურინულ გუნდს დატოვებს: ,,ვფიქრობ, ინტერი იუვენტუსს მოუგებს და ტურინელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. ჩემპიონთა ლიგის გარეშე კი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს დატოვებს და მას ბევრი გაჰყვება. იუვენტუსს სერიოზული ფინანსური პრობლემები ელის. ეს დიდი […]
ვილიარეალი 1:1 იუვენტუსი (მიმოხილვა)
ვინ იქნება რონალდუს საუკეთესო პარტნიორი „იუვეში?“
მოდრიჩი, კროოსი, ისკო, მარსელო, ბენზემა – ეს იმ ფეხურთელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის „რეალში“ თამაშისას საგოლე პასებით ამარაგებდნენ. მოსალოდნელია, რომ ისევე როგორც მადრიდში, ასევე ტურინში რონალდუ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდება და რომ გუნდის შემტევითი ტაქტიკა ძირითადად სწორედ მასზე იქნება აგებული, თუმცა ვინ იქნება რონალდუს საიმედო პატრნიორი – ეს არის მთავარი საკითხი, რომელზე […]
ვინ იყო ალეგრის გათავისუფლების ინიციატორი?
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მასიმიალიანო ალეგრი “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. “იუვენტუსში” გატარებული 5 წლიანი კარიერის მანძილზე, მასიმიალიანო ალეგრის მეთაურობით ტურინელებმა 11 ტიტული (მათ შორის 5 სკუდეტო) მოიპოვეს, თუმცა ალეგრიმ გუნდს ჩემპიონთა ლიგა ვერაფრით მოაგებინა, იმის მიუხედავად, რომ მიზანთან გუნდი არაერთხელ იყო ახლოს. ალეგრი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოსად ითვლება. მას კარგი ურთიერთობა აქვს […]
ვინ შეცვლის დონარუმას მილანში?
როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, სეზონის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმა “მილანს” დატოვებს და კარიერას ტურინის “იუვენტუსში”გააგრძელებს. ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის სავარაუდო შემცვლელები უკვე გამოჩნდნენ. “როსონერიში” დიდი ალბათობით “ტორინოსა” და “ნაპოლის” გოლკიპერებიდან ერთ-ერთი, შესაბამისად, ალექს მერე ან სალვატორე სირიგუ აღმოჩნდება. დონარუმას აგენტ მინო რაიოლას “მილანის” ახალი პროექტისა და წარმატების არ სჯერა და სურს თავისი კლიენტი უკეთეს გუნდში რაც შეიძლება […]
ვინ ხარჯავს ტრანსფერებში ყველაზე მეტ ფულს? – იხილეთ 2020 წლის შედეგები
2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი, მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, ჩვეული ვადებიდან განსხვავებულად წარიმართა. სატრანსფერო პერიოდი ამჟამად დასკვნით ფაზაშია გადასული და შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველ კლუბებს, მიზნის მისაღწევად, სულ ცოტა დრო რჩებათ. გთავაზობთ იმ გუნდების TOP 10-ეულს, რომლებმაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს: 10 “ასტონ ვილა” განხორციელებული ტრანსფერები: ოლი ვოტკინსი (€30.8 მლნ), ბერნარდ […]
ვლაჰოვიჩი: ,,მინდა, რომ იუვენტუსმა ჩემით იამაყოს”
,,იუვენტუსის” ახალწვეულმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, ტურინულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა: ,,იუვენტუსი სიამაყეს, ტრადიციასა და ოჯახს წარმოადგენს. გუნდი ერთი წუთითაც არ დანებებულა. მწვრთნელებისა და თანაგუნდელების განკარგულებაში ვარ და ვეცდები, მათ რაც შეიძლება მალე დავეხმარო. დღეს ჩემი დაბადების დღეა (28 იანვარი) – ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე, რაც კი ოდესმე მქონია. მინდა, რომ იუვენტუსმა ჩემით იამაყოს. ჩვენ ყოველთვის ყველა […]
ვლაჰოვიჩი: ,,ჩვენ იუვენტუსი ვართ და ქულების დაკლების არ გვეშინია”
,,იუვენტუსის” თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი, სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტურინულ გუნდს 15 ქულა მოაკლეს: ,,რამდენიმე ქულის დაკლების არ გვეშინია! არ გვეშინია ჩვენი მეტოქეების, რადგან, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დავეცით, უფრო ძლიერები ვხდებით. ჩვენ იუვენტუსი ვართ!” – წერს სერბი სოციალურ ქსელში. გუშინ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის […]