ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავ მატეის დე ლიხტს, რომელიც თავისი ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, მიმდინარე სეზონში არასახარბიელო სტარტი აქვს. ამსტერდამის “აიაქსის” აღზრდილი ცენტრალური მცველის ცუდი სათამაშო ფორმა კიდევ ერთხელ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში გამოჩნდა – მატეისმა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ 10 წამში ორი შეცდომა დაუშვა. დე ლიხტმა ჯერ საჯარიმოში ჩაწოდებისას სიტუაცია ვერ განმუხტა, […]