ნაპოლი – იუვენტუსის სცენარი? რა ბედი ელის ლოკომოტივი – დინამოს მატჩს?
საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს “ლოკომოტივი” და “დინამო” უნდა შეხვედროდნენ, თუმცა თბილისური დერბი არ შედგა. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი განმარტავს, რომ მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კოვიდინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კორონავირუსით ინფიცირება “რკინიგზელთა” სამწვრთნელო შტაბის […]
კროტონე 1:1 იუვენტუსი (მიმოხილვა)
მორატამ სერია ა-ში დაბრუნების შემდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)
რონალდუ და რამოსი ერთმანეთს 2 წელი არ ელაპარაკებოდნენ
კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ერთმანეთს 2 წელია არ ელაპარაკებიან. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა – Marca ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, რონალდუსა და რამოსს შორის ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი – 2018 წელს ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში ლუკა მოდრიჩისათვის მიცემული ხმა გახდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საკუთარ თანაგუნდელებთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც “ბლანკოსის” ვარსკვლავებმა ლუკა მოდრიჩს დაუჭირეს მხარი. 2018 წელს, […]
სუარესმა პსჟ უარით გაისტუმრა
“ატლეტიკოს” ახალწვეულის, ლუის სუარესის გაფორმება არაერთ ევროპულ გრანდს სურდა, თუმცა ურუგვაელმა ფორვარდმა ესპანეთში დარჩენა გადაწყვიტა. “ბლაუგრანას” ვარსკვლავის გაფორმება “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” სურდათ, მაგრამ სუარესმა “ატლეტიკოს” მაისური მოირგო. სუარესის შეძენით ტომას ტუხელი ინტერესდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული გრანდის სურვილის მიუხედავად, “ბარსელონას” ხელმძღვანელებს სუარესის საფრანგეთში გაშვება არ სურდათ – “პსჟ”-ს წინადადება არც ურუგვაელმა ვარსკვლავმა მიიღო. ლუის სუარესი […]
ფედერიკო კიეზა – ყველაზე ძვირადღირებული იჯარით შეძენილი ფეხბურთელი
ტურინის “იუვენტუსსა” და “ფიორენტინას” შორის შემდგარი გარიგება სერია ა-მ ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ფედერიკო კიეზა “იუვენტუსს” იჯარის სახით შეუერთდა. იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ კიეზას სატრანსფერო ხელშეკრულების საკმაოდ საინტერესო დეტალები გაასაჯაროვა. დი მარციოს მტკიცებით, “ბიანკონერი” პირველ წელს 2 მილიონ ევროს გადაიხდის. იჯარის მეორე წელს ტურინელები 8 მილიონ ევროს გადაიხდიან. იმ შემთვევაში თუ საიჯარო ხელშეკრულების […]
ბაიერნი შემტევით გაძლიერდა – დუგლას კოშტა გერმანულ გრანდში დაბრუნდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, 30 წლის დუგლას კოშტა “ბაიერნში” დაბრუნდა. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა გერმანიის ყველა დროის საუკეთესო კლუბმა: https://www.facebook.com/fcbayern.en/posts/4614222248648813 ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბაიერნს” იჯარის წესით შეუერთდა. იგი გერმანულ გრანდში 2015 წლიდან 2017 წლამდე ირიცხებოდა, სადაც საერთო ჯამში 77 მატჩი ჩაატარა, თავი გოლით 14-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 27-ჯერ გამოიჩინა.
მესი და რონალდუ სამეულს მიღმა დარჩნენ – ევროპის საუკეთესო თავდამსხმელის ათეული
1 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში 2019/20 წლების ევროპული სეზონის დაჯილდოება და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების წილისყრა გაიმართა. დაჯილდოებაზე როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სეზონის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინეს. მამაკაცთა შორის პრიზების უმეტესობა მიუნხენის “ბაიერნმა” დაისაკუთრა. გამარჯვებულთა შორის, შესაბამისად, მანუელ ნოიერი, ჯოშუა კიმიხი, რობერტ ლევანდოვსკი და ჰანს დიტერ ფლიკი მოხვდნენ. […]
რონალდუს გოლი “რომასთან” (ვიდეო)
ზინჩენკო შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს
Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს “მაჩესტერ სიტისთან” ზინჩენკოს ერთი წლით არენდის წესით აყვანაზე. უკრაინელი მცველი “სიტის” შემადგენლობაში ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ანხელინოს გერმანიაში წასვლის შემდეგ ზინჩენკოს მთავარი კონკურენტი მარცხენა მცველის პოზიციაზე ბენჟამინ მენდია. თუ მენდის ტრავმები არ შეაწუხებს, სავარაუდოდ, გუარდიოლა სწორედ მას განიხილავს პირველ ნომრად მარცხენა მცველის პოზიციაზე. […]
ოფიციალურად: ალვარო მორატა იუვენტუსის ფეხბურთელია
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ატლეტიკოს” აწ უკვე ყოფილი 27 წლის თავდამსხმელი – ალვარო მორატა “იუვენტუსში” დაბრუნდა. ესპანელმა ფორვარდმა ტურინულ კლუბში რამდენიმე წუთის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოფიციალურად შეუერთდა “იუვენტუსს”. Alvaro Morata arrives for his medical with Juventus 📸 pic.twitter.com/AsA53hAl2b — B/R Football (@brfootball) September 22, 2020 ალვარო მორატა “ატლეტიკოში” 2018 წლიდან ირიცხებოდა, მან ჯამში […]