ბუფონი: “იუვენტუსი ერთადერთი გუნდია, სადაც სკამზე ვიჯდებოდი”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ ტურინის “იუვენტუსი” ერთადერთი კლუბია, რომელშიც სათადარიგო მეკარეობას დათანხმდებოდა. “გულშემატკივრების ნაწილი გაკვირვებულია “იუვენტუსში” ჩემი ახალი როლით, თუმცა მე ვაცნობიერებ, რომ იმ ერთადერთ კლუბში ვარ, რომელშიც სათადარიგო მეკარეობას დავთანხმდებოდი. მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებთან დავბრუნდი, რომელთან ერთადაც საფეხბურთო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი რამ გამოვიარე. სასიამოვნოა ტურინელ ქომაგთან […]
იუვენტუსი 2:2 სასუოლო (მიმოხილვა)
გუნდების ბოლო ათწლეულის რეიტინგი ჩემპიონთა ლიგაზე
“უეფამ” გამოაქვეყნა ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდების რეიტინგი. არ არის გასაკვირი, რომ რეიტინგს მადრიდის “რეალი” ლიდერობს. კარლო ანჩელოტიმ 2014 წელს მადრიდელებს რიგით მე-10 თასი მოაგებინა და ისტორიაში შევიდა. ამის შემდეგ ზინედინ ზიდანმა მოახდინა სასწაული და “რეალს” ლიგა 3-ჯერ ზედიზედ მოაგებინა. გთავაზობთ რეიტინგს ქულების მიხედვით. როგორც ხედავთ მე-2 ადგილზე გერმანული გრანდია 244 ქულით, ხოლო მესამე ადგილს “ბლაუგრანა” […]
კრიშტიანუს ვარჯიშის კადრები (ვიდეო)
იუვენტუსის ფეხბურთელები კარანტინში (ვიდეო)
იტალიური და ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მირალემ პიანიჩი “იუვენტუსს” “ბარსელონას” სანაცვლოდ ტოვებს. წყაროს მტკიცებით, პიანიჩსა და კატალონიურ გრანდს შორის პრაქტიკულად ყველა დეტალი მოგვარებულია და ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება. Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, “ბლაუგრანა” მზადაა პიანიჩის ტრანსფერში ართური ჩართოს და იგი ტურინში გაუშვას, თუმცა ცნობილია, რომ ბრაზილიელს გუნდის დატოვება არ სურს. შესაბამისად, შესაძლოა კატალონიელებმა მოლაპარაკებაში […]
არტურმა ბარსელონას დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ტურინის “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის პირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. “ბიანკონერის” ვარსკვლავის გასაფორმებლად, კატალონიური გრანდის წარმომადგენლები მზად იყვნენ, ტრანსფერში არტური ჩაერთოთ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, არტურმა “ბლაუგრანას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – რაც იმას ნიშნავს, რომ პიანიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, არტურის თანხმობის შემდეგ, “იუვენტუსი” […]
იუვენტუსი 1:3 რომა (მიმოხილვა)
მესის საოცარი გადაცემა და დემბელეს ულამაზესი გასროლა ( ვიდეო)
პაოლო როსი გარდაიცვალა
64 წლის ასაკში, იტალიელი ლეგენდა პაოლო როსი გარდაიცვალა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი, დაავადებასთან ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხდა. პაოლო როსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია RAI Sport-მა გაავრცელა, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელი საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა. “იუვენტუსისა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა, 1982 წელს, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ტრიუმფში ლომის წვლილ შეიტანა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად ოქროს ბურთის მფლობელიც […]
დინამო კიევი საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს
შემოსავლის ზრდისა და ახალი გულშემატკივრების მიზიდვის მიზნით, “დინამო კიევი” კრიპტოვალუტას გამოუშვებს. პროექტთან დაკავშირებით, უკრაინული საფეხბურთო კლუბი ამერიკულ ბლოკჩეინ კომპანიასთან, Moonwalk-თან ითანამშრომლებს. ე.წ. “ტოკენების” გამომუშავებისთვის, “დინამო კიევის” გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის მატჩის შედეგი უნდა გამოიცნონ. Moonwalk-ის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გულშემატკივრები “დინამო კიევის” Facebook ან Instagram გვერდებზე განთავსებულ პოსტებზე იაქტიურებენ (მოწონება, კომენტარის დაწერა და […]