,,იუვენტუსის” შემტევი, პაულო დიბალა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინულ გუნდს დატოვებს. არგენტინელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ,,ბებერი ქალბატონების” ქომაგებს მიმართა: ,,სწორი სიტყვების მოძებნა რთულია, ამდენი წელი და ამდენი ემოცია… მეგონა, რომ ერთად კიდევ უფრო დიდ ხანს ვიქნებოდით, მაგრამ ბედი სხვადასხვა გზაზე გვაყენებს. არასოდეს დამავიწყდება ყველაფერი, რაც აქ გამოვცადე, ყოველი თამაში, ყოველი გოლი. […]