ყოფილ მწვრთნელთან – მორატა იტალიაში ბრუნდება
Მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, ახლო მომავალში, შესაძლოა კლუბი ისევ შეიცვალოს. ესპანელი ფეხბურთელი სავარაუდოდ იტალიაში დაბრუნდება. Football Italia და Tuttosport-ი 27 წლის ფეხბურთელს მილანის “ინტერს” უკავშირებენ, სადაც მისი ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე მუშაობს. “ნერაძურის” პროექტი ნელ-ნელა შენდება და გუნდი გაძლიერებას აგრძელებს, თუმცა დიდი ალბათობით, იტალიელებს ლაუტარო მარტინესთან გამოთხოვება მოუწევთ, რომელიც “ბარსელონას” და სხვა გრანდების მთავარი […]
ჩელსი 7 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
ლონდონის “ჩელსიმ” მიმდინარე წელს მოახერხა და უკვე განახორციელა ორი სოლიდური ტრანსფერი. “არისტოკრატებმა” ჰაკიმ ზიეჩი და ტიმო ვერნერი შეიძინეს, რაც გუნდს რადიკალურად გააძლიერებს. ლონდონურ გრანდში ბევრი არასაჭირო ფეხბურთელი დაგროვდა. “Mirror”-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ რომან აბრამოვიჩი კლუბის გადახალისებას გეგმავს და 7 ფეხბურთელის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. პედრო, ვილიანი, ჟორჟინიო, მარკოს ალონსო, კურტ ზუმა, მიჩი ბაჩუაი, როს ბარკლი. ეს […]
რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კარიერაში $1 მილიარდი გამოიმუშავა
ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კარიერაში $1 მილიარდი გამოიმუშავა. 35 წლის ფეხბურთელი მესამე სპორტსმენია ისტორიაში, რომლის ჯამურმა ანაზღაურებამ $1 მილიარდი შეადგინა – აქამდე ეს მიღწევა მხოლოდ ტაიგერ ვუდსსა (გოლფი) და ფლოიდ მეივეზერს (ბოქსი) ეკუთვნოდათ. პორტუგალიელს მოედანზე $650 მილიონი აქვს გამომუშავებული და სავარაუდოდ, “იუვენტუსთან” კონტრაქტის ამოწურვამდე (2022 წლის ივნისი), ეს […]
ბონუჩი და მისი მეუღლე ტურინის მოსახლეობას 19.000 პირბადეს დაურიგებენ
“იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი – ლეონარდო ბონუჩი და მისი მეუღლე, ტურინის მოსახლეობას 19.000 პირბადეს დაურიგებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბონუჩი პირბადეებს პირადად გადასცემს 19 ორგანიზაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობისათვის დარიგებას. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლეონარდო ბონუჩი ტურინის მოსახლეობაზე ზრუნავს და ქველმოქმედებას მიმართავს. კორონავირუსის პანდემიის გამო სერია ა შეჩერებულია და საფეხბურთო მოედნის მიღმა დარჩენილი ლეონარდო ბონუჩი […]
რონალდუ იუვენტუსის ვარჯიშზე 4 საათით ადრე მიდის
კრიშტიანუ რონალდუს შრომისუნარიანობის შესახებ საფეხბურთო სამყაროს ბევრი რამ სმენია. პორტუგალიელი ფეხბურთელი ვარჯიშისადმი სიყვარულს არც 35 წლის ასაკში კარგავს, რასაც დღეს გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს. ესპანური AS-ის თანახმად, რონალდუ სერია A-ს განახლებისთვის განსაკუთრებით ემზადება. კრიშტიანუ “იუვენტუსის” ვარჯიშზე 4 საათით ადრე მიდის, რათა თანაგუნდელებთან ერთად საწვრთნელ პროცესამდე ინდივიდუალურად ივარჯიშოს. წყაროს თანახმად, ტესტის შედეგების მიხედვით, პორტუგალიელი იმაზე კარგ ფორმაშია, […]
იუვენტუსი 1:4 რეალი (მიმოხილვა)
კიელინი: “კინი ბალოტელის არ ჰგავს”
ყოფილ თანაგუნდელ – მოისე კინზე საუბრის დროს, ჯორჯო კიელინიმ აღნიშნა, რომ იგი მარიო ბალოტელის საერთოდ არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალების გამო კინი არაერთხელ დაისაჯა, კიელინი მიიჩნევს, რომ მასსა და ბალოტელის შორის საერთო არაფერია. “ევერტონში” გადასვლის შემდეგ, კინის კარიერა არც ისე წარმატებულად განვითარდა. არაერთი ტაბლოიდის მტკიცებით, ახალგაზრდა შემტევი კვლავ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება, მისით კი “რომა” […]
სარი არ ნებდება – იუვენტუსის 3 ვარსკვლავი ჟორჟინიოს სანაცვლოდ
მაურისიო სარის რჩეული ფეხბურთელის სანაცვლოდ, “იუვენტუსი” შესაძლოა სამ ვარსკვლავს შეელიოს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერის” მთავარ მწვრთნელს ჟორჟინიოს ტრანსფერი სურს, რომლის გასაფორმებლად მზადაა დუგლას კოშტა, ადრიენ რაბიო და ფედერიკო ბერნანდესკი დათმოს. “ნაპოლის” მაისურით ასპარეზობის დროს, ჟორჟინიოს მაურისიო სარი წვრთნიდა. იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი სწორედ ჟორჟინიო შეიძინა. სარის რჩეული ფეხბურთელის ხილვა […]
იბრაჰიმოვიჩი: “მატერაცი პირდაპირ საავადმყოფოში გავაგზავნე”
ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატერაცისთან დაკავშირებით პატარა ისტორია გაიხსენა. -“”იუვენტუსში” ასპარეზობისას, როდესაც ერთხელ “ინტერს” ვეთამაშებოდით, მარკო მატერაცი ისე უხეშად მეთამაშა, თითქოს “ასასინის” მებრძოლი ვყოფილიყავი. მისმა დარტყმამ დამაზიანა და ფეხი ძალიან მეტკინა, მან კი ბოდიშიც არ მომიხადა. 4 წლის შემდეგ, როდესაც უკვე “მილანში” ვთამაშობდი, “დელა მადონინას” დროს მარკოს “ტაეკვანდოს” ილეთი გავუკეთე და ისე დავაგდე მინდორზე. […]
ისტორიაში ყველაზე ცუდი კუთხური, რომელიც ლეგენდარულმა ზიდანმა შეასრულა (ვივეო)
ზინედინ ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად შეიძლება მივიჩნიოთ. ფენომენალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ლეგენდარული ზიდანი არაერთი ამომავალი ვარსკვლავის ინსპირაციის წყარო გახდა. 17-წლიანი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, ზიდანი საკულტო პლეიმეკერად ჩამოყალიბდა, რომელმაც გულშემატკივარს დაუვიწყარი და ლეგენდარული მომენტებით დაამახსოვრა თავი. ზიდანის გენიალურობის თვალსაჩინო მაგალითს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლევერკუზენის” კარში გატანილი გოლი, ან თუნდაც ევრო-2000-ზე დანიის წინააღმდეგ შესრულებული […]
“SPORT” – ბარსელონა და იუვენტუსი შეთანხმდნენ !!
ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში არაერთხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბარსელონა” და “იუვენტუსი” დიდ გაცვლას ამზადებდნენ. საქმე პირველ რიგში მირალემ პიანიჩს ეხება. ცნობილი გამოცემა “SPORT” ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბები შეთანხმდნენ გაცვლაზე, მაგრამ არის სხვა ფაქტორებიც. ნელსომ სემედუს ნაცვლად ტურინელები, კატალონიაში მირალემ პიანიჩს და დე შილიოს გაუშვებენ. ასევე იტალიელები 25 მილიონ ევროს დაამატებენ. ტრანსფერების რეალურობა […]