პოგბა ხამესის სანაცვლოდ – მანჩესტერს კოლუმბიელი ვარსკვლავი სურს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურები აქტიურად აკვირდებიან ხამეს როდრიგესის გარშემო შექმნილ ვითარებას. 2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული ბრწყინვალე მატჩების შემდეგ, £63 მილიონის სანაცვლოდ ხამესი “რეალს” შეუერთდა – თუმცა “ბლანკოსში” გატარებული სეზონების მიუხედავად, ხამესმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მესვეურებმა შესაძლოა პოლ პოგბა ხამეს როდრიგესის გასაფორმებლად გამოიყენონ. “რეალს” პოლ პოგბას შეძენა სურს და […]
საჯარიმო დარტყმები: კომპონენტი, რომელშიც რონალდუმ რეგრესი განიცადა
კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ მიღწევებსა და მის სამაგალითო შრომისმოყვარეობაზე არაერთი სტატიაა დაწერილი, ამით ვერც გაგაკვირვებთ. ერთ დროს ნიჭიერ, ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ფეხბურთელისგან, საფეხბურთო სამყარომ გოლეადორი და არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულის მფლობელი მიიღო. რონალდუს დამსახურებით, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი არაერთი ფიასკოს შემდეგ, ჯანლუიჯი ბუფონმა მას “ნამდვილი ღამის კოშმარიც” უწოდა. რონალდუს საოცარი შედეგიანობის ფონზე, ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც რონალდუმ […]
2 წელი რონალდოს ფენომენალური მაკრატელას შემდეგ (ვიდეო)
ბენატიამ რონალდუს შესახებ საოცარი ისტორია გაიხსენა
საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ კრიშტიანუ რონალდუს შრომისმოყვარეობა ყველა სხვა მოთამაშისგან განასხვავებს. სხვადასხვა დროს პორტუგალიელს თანაგუნდელები მონდომებით ბევრჯერ გაუკვირვებია. ასეთ ისტორიას იხსენებს, “იუვენტუსის” ყოფილი მცველი, მეჰდი ბენატია, რომელიც ახლა ყატარში, “ალ დუჰაილში” თამაშობს. “ატალანტასთან” გასვლით მატჩში მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში 2 ცვლილება განახორციელა, რადგან 3 დღეში კიდევ უნდა გვეთამაშა. როდესაც ბერგამოდან ავტობუსით ვბრუნდებოდით, რონალდუმ მომწერა: “რას აპირებ […]
იუვენტუსის ფეხბურთელებმა ხელფასზე უარი განაცხადეს
მსოფლიოში ყველანაირი სპორტული შეჯიბრება შეჩერებულია. მათ შორის რა თქმა უნდა ფეხბურთიც. არიან გუნდები, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ექმნებათ, იმის გამო, რომ თამაშები აღარ ტარდება. ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელებმა მისაბაძი და გმირული საქციელი ჩაიდინეს. ფეხბურთელები შეთანხმდნენ, რომ 4 თვის მანძილზე, ისინი ხელფასს არ აიღებენ. ამით გუნდს ფინანსური ზარალისგან დაიცავენ. კლუბი დაახლოებით 90 მილიონ ევროს დაზოგავს. ტურინელები ფიქრობენ, რომ, […]
დიბალამ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
როგორც იცით, პაულო დიბალასა და მის მეგობარ გოგოს კორინავირუსი დაუდგინდათ. მათზე ტესტმა დადებითი შედეგი 1 კვირის წინ აჩვენა. არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. “თავს კარგად ვგრძნობ, გაცილებით უკეთესად, ვიდრე მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე სიმპტომები მქონდა. დღეს უკეთესად ვმოძრაობ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ასე რომ, შევეცდები, […]
რონალდუ პორტუგალიის 3 საავადმყოფოს დაეხმარა
კრიშტიანუ რონალდუ მძიმე მომენტში საკუთარ ქვეყანას ისევ ეხმარება. “იუვენტუსის” ვარსკვლავი და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობას იღებენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთობლივი ძალებით ორივე მათგანმა პორტუგალიის საავადმყოფოები პირბადეებით და სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარით მოამარაგა. ახლა კი უცხოური მედია იტყობინება, რომ რონალდუმ და მენდეშმა 3 საავადმყოფო ლისაბონსა და პორტუში 1 მილიონი ევროთი დააფინანსეს.
ყველაზე შემოსავლიანები: მსოფლიოში არგენტინელები ლიდერობენ
მსოფლიო ფეხბურთში ფინანსური კუთხით არგენტინელები დომინირებენ. შეწყვეტილ სეზონში ყველაზე მეტი ფულადი სარგებელი ლიონელ მესიმ და დიეგო სიმეონემ ნახეს, მათზე მაღალი შემოსავალი არცერთ სხვა ფეხბურთელს თუ მწვრთნელს ჰქონია. “ბარსელონას” კაპიტანმა, ხელფასის, ბონუსებისა და სხვა საფეხბურთო აქტივობების მეშვეობით შარშან აგვისტიდან დღემდე 131 მილიონ ევროს მოუყარა თავი. მეორე ადგილზე “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა, ვინც 118 მილიონი გამოიმუშავა, სამეულს […]
იუვენტუსი სამ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ტურინის “იუვენტუსში” რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი ირიცხება. კლუბმა გადაწყვიტა, რომ მათ კონტრაქტები გაუხანგრძლივოს. “კორიერე დი ტორინოზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ საქმე ჯორჯო კიელინის, ბლეზ მატუიდის და ჯანლუიჯი ბუფონს ეხება. სამივე მათგანს კონტრაქტი, მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. კლუბმა კი გადაწყვიტა, რომ მათ კიდევ 1 წლით მიცენ “იუვენტუსში” თამაშის საშუალება. ეს ფაქტი საკმაოდ გაამხნევებს ბლეზ მატუიდის, რადგან, როგორც ცნობილია […]
რონალდუ შვილებს კარგ მაგალითს აძლევს (ვიდეო)
როგორც ცნობილია, კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსს” გამოეყო და მადეირაზე საკუთარ ოჯახთან ერთად იმყოფება. დღეს პორტუგალიელმა თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, საკუთარ შვილებს ხელებზე დეზინფექციას უკეთებს და ასწავლის, რომ ეს ყველაფერი საჭიროა
დიბალა – მე და ჩემს მეგობარ გოგონას კორონავირუსი დაგვიდგინდა
ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ არგენტინელ ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ყველაფერი კი დიბალამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სოციალური გვერდის მეშვეობით უარყო. დღეს კი რამდენიმე წუთის წინ “იუვენტუსის” ვარსკვლავმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მას და მის მეგობარ გოგონას ორიანას კორონავირუსი დაუდგინდა. დიბალამ ასევე დაწერა, რომ თავს ამ მომენტში კარგად გრძნობს და […]
სარი რომელიც დღეში 60 ღერ სიგარეტს ეწევა, იუვეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს
ტურინის “იუვენტუსის” 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველად ტესტმა დადებითი შედეგი დანიელ რუგანიზე აჩვენა, ხოლო მოგვიანებით, ვირუსი ბლეზ მატუიდის დაუდგინდა. “ბებერმა ქალბატონმა” გასულ კვირას მოთამაშეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდა. ამასთან ერთად, გუნდს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს 60 წლის მწვრთნელი, მაურიციო სარი. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი რეგულარული მწეველია, რის გამოც ის რისკ ჯგუფში შედის. ამასთანავე, მაურიციოს სეზონის […]