მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსმა” მაურისიო სარი მთავარი მწვრთნელის პოსტზე 8 თვის წინ დანიშნა, გუნდის ხელმძღვანელობის ინტერესები მაინც პეპ გვარდიოლასკენაა მიმართული. The Sun-ის ინფორმაციით, “იუვეს” პრეზიდენტი, ანდრია აგნელი დარწმუნებულია იმაში, რომ გვარდიოლა არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, “ბიანკონერის” 1996 წლის შემდეგ პირველად მოაგებინოს ჩემპიონთა ლიგა. ინგლისური მედიის თანახმად, იტალიელთა მთავარი მიზანი “სიტისთვის” მთავარი მწვრთნელის “წართმევა” იქნება. […]