ბუფონი იუვეს წარუმატებლობაზე: ,,ყველას უბრალოდ არ აქვს ამ გუნდის დნმ”
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,იუვენტუსის” ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ტურინული გუნდის სეზონის წარუმატებელ სტარტზე ისაუბრა: ,,ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემი თითოეული სიტყვის განხილვა შეიძლება დაიწყონ, მე კი ეს არ მომწონს. როცა ,,იუვენტუსში” ვთამაშობდი, ცუდი სტარტი მაშინაც გვქონდა, მაგრამ შემდეგ მწვერვალზე მაინც ავდიოდით. ეს გუნდისა და ფეხბურთელების დნმ-ის საკითხია. ,,იუვენტუსის” დნმ კი ყველას უბრალოდ არ აქვს,” – […]
რომა 2:0 სოსიედადი (მიმოხილვა)
“ინტერის” სპორტულმა დირექტორმა – პიერო აუზილიომ იტალიურ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით “ინტერი”, “იუვენტუსი” და “რომა” აქტიურად ინტერესდებოდნენ, თუმცა, კოვიდპანდემიის შემდეგ “ნაპოლიმ” სიტუაციით ისარგებლა და ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ტრანსფერი მინიმალურ ფასად განახორციელა. “ნერაძურის” სპორტულმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელია მხოლოდ იმიტომ არ შეიძინეს, რომ კონტესა და მოგვიანებით ინძაგის 3-5-2 ფორმაციაში მსგავსი ტიპის ფეხბურთელის […]
კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი აფრთხილებს
მიმდინარე სეზონის სტარტზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსის” მაისურით 40 გოლის გატანა გაუჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ “ბიანკონერის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია და იტალიური ფეხბურთის სრულიად განსხვავებულ სტილს ეგუება. აღნიშნულთან დაკავშირებით, რონალდუს ყოფილმა თანაგუნდელმა, რაულ ალბიოლმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. ალბიოლი, 2013 წლიდან იცავს “ნაპოლის” ღირსებას. ესპანელმა უკანახაზელმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელსაც […]
იუვენტუსი 3:0 იანგ ბოისი (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მეორე ტურის შეხვედრაში “იუვენტუსი” “იანგ ბოისს” დაუპირისპირდა. ტურინში, “ალიანც არენაზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. სამივე გოლის ავტორი “ბიანკონერის” არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა გახდა.
იაპ სტამი: “იუვენტუსი მანჩესტერთან ფავორიტია”
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მცველმა, იაპ სტამმა Uefa-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც ტურინის “იუვენტუსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს.
მატეის დე ლიხტმა მესისა და რონალდუს ზიეჩი ამჯობინა
ჰოლანდიის ნაკრებისა და ამსტერდამის “აიაქსის” ცენტრალუერი მცველი, მატეის დე ლიხტი საინტერესო განცხადებას ავრცელებს.
პირველად შვიდი წლის შემდეგ, იუვენტუსი BBC-ს გარეშე
ტურინის “იუვენტუსი” პარმასთან დღეს (23:30) გასამართ მატჩს მძიმე დანაკლისით შეხვდება, საქმე იმაშია, რომ “ბებერ ქალბატონს” ტრავმის გამო ერთბაშად სამი მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი გამოაკლდა, რომლებსაც მეტსახელად ფეხბურთის გულშემატკივარი BBC-ს ეძახის (Bonucci, Barzagli, Chiellini). აღსანიშნავია, რომ ტურინის “იუვენტუსის” რიგებში ეს ფეხბურთელები თითქმის ყველა მატჩს ატარებენ, მას შემდეგ რაც ბოლოს ამ სამი ფეხბურთელისგან […]
იტალიური მედია: იუვენტუსს ზიდანი ან კონტე ჩაიბარებს
იტალიური მედია იტყობინება, რომ მიმდინარე სეზონი მასიმილიანო ალეგრისთვის “იუვენტუსში” უკანასკნელი იქნება. მის შემსცვლელებად კი ამჟამად უგუნდოდ მყოფი ზინედინ ზიდანი და ანტონიო კონტე მოიაზრებიან. ალეგრი “იუვენტუსის” სათავეში უკვე მე-5 სეზონია. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და ალეგრის ხელმძღვანელობით, ზედიზედ მე-5 სერია ა-ს ტიტულის მოპოვებასთან ახლოსაა: უახლოესი მდევარი, “ნაპოლი,” ტურინელებს 18 ქულით ჩამორჩება. ადგილობრივ დონეზე დომინაცია ევროპულ […]
ალეგრი: “კრიშტიანუ სხვა დონეზეა”
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “იუვენტუსი” სტუმრად “აიაქსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმიანო ალეგრიმ ამსტერდამელებთან დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. “კრიშტიანუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სხვა დონეზეა. მისი მოძრაობები ყველასგან განსხვავებულია. საოცარია, თუ როგორ იჭერს რონალდუ განსაკუთრებულ მომენტებს,” – თქვა ალეგრიმ.
პატრიკ კლუივერტმა “აიაქსის” ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა
ჰოლანდიის ნაკრებისა და “აიაქსის” ყოფილმა ფორვარდმა აიაქსი – ტოტენჰემის მატჩის წინ განცხადება გააკეთა: “როდესაც უკან გაიხედები და ნახავ რომ ტურნირს უკვე “რეალი” და “იუვენტუსი” გამოთიშე ვფიქრობ არაფერზე აღარ უნდა ინერვიულო”. პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ამ ორ კლუბს შორის ხვალ “ტოტენჰემ ჰოთსპურ სთეიდიუმზე” თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, განმეორებით შეხვედრას “იოჰან კრუიფ არენა” 8 მაისს უმასპინძლებს.
ადრიენ რაბიო ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
როგორც იტალიური პრესა იუწყება, ხვალ ადრიენ რაბიოს სატრანსფერო საგას ბოლო მოეღება და ფრანგი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რაბიო იტალიაში დღეს ჩაფრინდა. 24 წლის ნახევარმცველს “პსჟ-ში” მიმდინარე წელს არ უთამაშია, მიუხედავად იმისა რომ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ამას უარყოფდა, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ უთამაშებლობის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობასთან შექმნილი პრობლემები იყო, კერძოდ, რაბიოს კონტრაქტის გახანგრძლივება და […]