რონალდუმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს
AS.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული გრანდი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერითაა დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს “იუვენტუსთან” კიდევ 1 წელი აკავშირებს, პარიზელები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს რონალდუს ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ. იტალიური და ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, ტურინულ გრანდში კვლავ დაბრუნებული მასიმილიანო ალეგრი რონალდუს გაშვების წინააღმდეგი არაა. რონალდუ “ბიანკონერის” რიგებში წელიწადში €31 მილიონს იღებს, […]
იუვენტუსი 1:2 სასუოლო (მიმოხილვა)
ოფიციალურად: ტოტენჰემმა იუვენტუსის ორი ფეხბურთელი დაიმატა
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “იუვენტუსსა” და “ტოტენჰემს” შორის ორი ტრანსფერი შედგა. ტურინულმა გუნდმა დეიან კულუშევსკი და როდრიგო ბენტანკური პრემიერ ლიგაში გაუშვა. UFFICIALE | Dejan #Kulusevski passa al Tottenham @SpursOfficial. Grazie di tutto e buona fortuna, Dejan 🏹 — JuventusFC (@juventusfc) January 31, 2022 ოფიციალური ინფორმაციით, ბენტანკურის სანაცვლოდ “ტოტენჰემმა” 25 მილიონი ევრო გადაიხადა, მასთან 4 წლიანი […]
ოფიციალურად: პოლ პოგბა იუვენტუსის ფეხბურთელია
პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსს” დაუბრუნდა – ფრანგმა ნახევარმცველმა “ბებერ სინიორასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი სატრანსფერო ისტორია უნიკალურია: 2012 წელს, ახალგაზრდა მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწუნა და იტალიაში სრულიად უფასოდ გაუშვა. 4 წლის შემდეგ, “მანჩესტერმა” მის სანაცვლოდ “იუვენტუსს” €105 მილიონი გადაუხადა, ისტორია კი კვლავ განმეორდა – თავისუფალი აგენტის სტატუსით, პოგბა კვლავ “იუვეს” შეუერთდა. ცნობილია, რომ “მანჩესტერი” პოგბას […]
რატომ გადადგა ანიელი და იუვენტუსის დირექტორთა საბჭო?
“იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი თანამდებობიდან გადადგნენ. მათთან ერთად დაკავებული პოზიციები დატოვეს საბჭოს თანამშრომელმა სიუზან ჰეივუდმა, ლოურენს დებრუქსმა, მასიმო დელა რაჯიონემ, კეტრინ ფინკიმ, დანიელა მარილუნგომ და ფრანჩესკო რონკალიომ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემაც დატოვა თანამდებობა, ის ახალი საბჭოს არჩევამდე განაგრძობს მუშაობას. ”ჩვენ, როგორც კომპანია, დელიკატური მომენტის წინაშე ვდგავართ. ერთიანობა აღარ […]
იუვენტუსს ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნდა
“იუვენტუსის” მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დაკმაყოფილდა და ტურინულმა კლუბმა ჩამორთმეული ქულები დაიბრუნა. “ბებერი ქალბატონი” კუთვნილ 15 ქულას მიიღებს და მე-7 ადგილიდან მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი კვლავ დაუბრუნდება ფედერალურ სააპელაციო სასამართლოს ახალი განხილვისთვის. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსს” 15 ქულა ფინანსური მაქინაციის გამო დააკლეს.
დინო ძოფი: “იუვენტუსი წელს რეალზე ძლიერია”
იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ლეგენდარულმა დინო ძოფმა ტურინის “იუვენტუსთან” დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დამატების შედეგად გუნდმა ძალიან დიდი ძალა მიიღო. ძოფის თქმით, მიმდინარე წელს „იუვენტუსი“ ყველაზე საშიშ ძალას წარმოადგენს და გუნდი მადრიდის „რეალზე“ ძლიერია. “დარწმუნებული ვარ მათ ძალებში. თუკი გუნდის შემადგენლობას დავუკვირდებით, ეს სიმართლეა, თუმცა რამდენად გაამართლებს ჩემი პროგნოზი, ეს მეორე მხარეა,” […]
კიელინი: “ასეთი ძლიერი იუვენტუსი არასოდეს ყოფილა”
ტურინის იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა “ფროსინონესთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: “რთულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა გამარჯვება მოვიპოვეთ. სიმართლე გითხრათ, ბერნანდესკის კარგი თამაშით არ ვარ გაკვირვებული, ის ჩვენი გუნდისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.” კითხვაზე, თუ რამდენად სერიოზულად აფასებს კიელინი გუნდის პოტენციალს, იტალიელმა მცველმა ასეთი პასუხი გასცა: “მე ტურამთან და კანავაროსთან ერთად […]
იუვენტუსმა მანჩესტერს პირველ ტაიმში ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში აჯობა
პირველი ტაიმის შედეგებით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” “იუვენტუსს” საკუთარ მოედანზე ვერაფერი დაუპირისპირა. “წითელი ეშმაკები” ანგარიშით 0:1 აგებენ, გოლი დიბალამ გაიტანა. სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგია: დარტყმები: 1-10 ბურთის ფლობა: 30%-70% სახიფათო მომენტები: 1-6 პასის სიზუსტე: 81%-91%
განახლებული რეიტინგი: ფეხბურთელებისათვის გაცემული ანაზღაურებით ბარსელონამ რეკორდი დაამყარა
თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავებისათვის გაცემული ანაზღაურება სწრაფი ტემპით იზრდება. ევროპული ფეხბურთის გრანდები საკუთარი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად სოლიდურ ავანსებს გასცემენ. განახლებული რეიტინგის თანახმად, ძირითადი გუნდის წევრებისათვის გაცემული ანაზღაურებით “ბარსელონამ” რეკორდი დაამყარა. კატალონიური გრანდის ძირითადი გუნდის ფეხბურთელების საშუალო წლიური ანაზღაურება £10.45 მილიონს შეადგენს. მიმდინარე სეზონში, “ბლაუგრანა” საკუთარ ფეხბურთელებს საშუალოდ £200 ათასს უხდის კვირაში – რაც გასულ წელთან შედარებით 33 %-ით მეტია.