ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ბებერი ქალბატონების” სეზონის წარუმატებელ სტარტზე ისაუბრა ,,მოედნის ბევრ ნაწილში ვუშვებთ შეცდომებს, ვცდებით პასებში, არ გვაქვს კონტრშეტევები და მეტოქეს ფიზიკური შესაძლებლობებითაც ჩამოვრჩებით. ახლა ვირტუალურ ,,იუვენტუსს” ვუყურებთ. მომეწონა, როგორ ვიმუშავეთ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები არ გვყავს. გამოაკელით ,,ინტერს” ან ,,მილანს” ძირითადი შემადგენლობის ხუთი მოთამაშე და ნახეთ, შეექმნებათ თუ არა […]