მატუიდი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
ბლეზ მატუიდი ევროპულ კარიერას ასრულებს. 33 წლის ნახევარმცველი უახლოეს მომავალში “ინტერ მაიამის” შეუერთდება. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი განცხადებით, გუნდდბს შორის შეთანხმება შედგა და მატუიდის სამედიცინო შემოწმებაც დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ “ინტერ მაიამი” დევიდ ბექჰემის მფლობელობაშია. ლეგენდარულმა ინგლისელიმა ფეხბურთელმა MLS-ში გუნდი ახლახანს ჩამოაყალიბა. ბლეზ მატუიდი “იუვენტუსში” 2017 წელს გადავიდა. 33 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა […]
კრიშტიანუ რონალდუს გოლი ლაციოს კარში (ვიდეო)
ნაპოლის სარჩელი დაკმაყოფილდა – იუვენტუსთან მატჩი გადათამაშდება
“ნაპოლის” სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა – ჯენარო გატუზოს გუნდს “იუვენტუსთან” ტექნიკური წაგება (3:0) გაუუქმდა, სერია A-ში დაკლებული 1 ქულა კი დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრა “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის არ შედგა. მიზეზი ნეაპოლელთა რიგებში კორონავირუსის შემთხვევები იყო. გატუზოს გუნდი მაშინ თამაშზე არ გამოცხადდა, რის გამოც ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. როგორც ცნობილია, გუნდების […]
“გამოცდილება არ გვეყო”,- პირლო ვერონასთან შეხვედრის შესახებ
სერია ა-ს 24-ე ტურში “ვერონამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში 49-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, თუმცა ტურინელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 77-ე წუთზე “ვერონამ” წონასწორობა აღადგინა, ტურინელთა კარში გოლი ანტონინ ბარაკმა გაიტანა და “ბებერ ქალბატონს” მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინა. “ვერონასთან” მატჩი შეაფასა “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, […]
სუპერ ლიგაში მონაწილე კლუბებმა გასულ კვირას კატასტროფული შედეგი დააფიქსირეს (ფოტო)
ევროპის სუპერ ლიგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, პროექტის შეჩერებით დასრულდა. ევროპული ფეხბურთის გრანდები, რომელთაც თავდაპირველად სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს, საბოლოოდ იძულებული გახდნენ ტურნირზე უარი ეთქვათ. UEFA-სა და FIFA-ს მკაცრი გაფრთხილებისა დ ფანების პროტესტის შემდეგ, პრემიერ ლიგისა და სერია ა-ს გრანდებმა ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ კლუბებმა, რომელთაც თავდაპირველად სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა […]
იუვენტუსმა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა
ტურინის ,,იუვენტუსს” ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დაბრუნება სურს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ,,ბებერი ქალბატონების” მიზანი ტრავმირებული არტურის ჩანაცვლებაა, რომელიც გუნდს 3 თვე ვერ დაეხმარება. ტურინელებმა კატალონიის ,,ბარსელონას” აარონ რემზისა და მირალემ პიანიჩის გაცვლა შესთავაზეს. ,,იუვენტუსში” ბოსნიელი ფეხბურთელის დაბრუნებას ხელი, შესაძლოა, მისმა ხელფასმა შეუშალოს – ,,ბარსელონაში” პიანიჩს 9 მილიონ ევროს უხდიან, იტალიური […]
ლაციო 0:2 იუვენტუსი (მიმოხილვა)
იუვენტუსი 1:1 ტორინო (მიმოხილვა)
იუვენტუსმა 2022/23 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა | PHOTO
იტალიური ფეხბურთის ფლაგმანმა – ტურინის “იუვენტუსმა” 2022/23 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა. “ბიანკონერის” ახალ მაისურს, რომლის შექმნაზეც კვლავ adidas-მა იზრუნა, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “კლასი, რომელიც არ იკარგება” – ასე შეაფასეს გულშემატკივრებმა ტურინული გრანდის ახალი სათამაშო ფორმა, რომლის შეძენაც adidas-ისა და “იუვენტუსის” ოფიციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი. მაისურის ფასი £50-£90 ფუნტის ფარგლებში მერყეობს. Juventus’ new away […]
“ნაპოლი სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია” – მასიმილიანო ალეგრი
“ნაპოლისთან” 5:1 მარცხის შემდეგ, მასიმიალიანო ალეგრიმ პირველი კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ლუჩიანო სპალეტის “ნაპოლი” სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია. “როცა ასეთი ანგარიშით მარცხდები თავი არ უნდა გაიმართლო. მესამე გოლის შემდეგ გუნდი მოიშალა. არავის მოუნდება, რომ “ნაპოლის” ცხრილში 10 ქულით ჩამორჩებოდეს, მაგრამ მათ 47 ქულა აქვთ და ამას იმსახურებენ. ამ მომენტში ისინი ყველა დანარჩენზე […]
ბარძალი: “კვარა რომ ასე დაბლა არ ყოფილიყო, არ მოხვდებოდა…”
ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა – ანდრეა ბარძალიმ, ხვიჩა კვარაცხელიასა და ფედერიკო გატის საეჭვო მომენტზე ისაუბრა. “არ ვიცი, რა მოუვიდა მას (კვარაცხელიას). დაგრეხილი იყო, ალბათ წონასწორობა ვერ დაიჭირა, არამგონია რომ გატის მისი დაშავება ან მუშტის დარტყმა უნდოდა. კვარა რომ არ დახრილიყო არ მოხვდებოდა სახეში, რადგან ქვემოთ ჩამოიწია სწორედ მაგიტომ მოხვდა. ეს იყო […]
პარმა 1:2 იუვენტუსი – ვიდეო მიმოხილვა
იტალიის სერია ა-ს მე-3 ტურის შეხვედრაში, “პარმა” – “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე “პარმა” საკმაოდ ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს “იუვენტუსს” და ხშირ შემთხვევაში ტურინელები მხოლოდ მინიმალური სხვაობით ახერხებენ მის დამარცხებას. გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი აღმოჩნდა. ორივე გუნდმა ლაღ, გახსნილ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი, რის გამოც არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ბურთის […]