ოფიციალურად: მანჯუკიჩი ყატარში ითამაშებს
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარიო მანჯუკიჩმა “იუვენტუსი” დატოვა. 33 წლის ხორვატი თავდამსხმელი კარიერას აზიაში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, მარიო ყატარის ჩემპიონატში, კერძოდ კი, “ალ დუჰაილში” ითამაშებს. მანჯუკიჩი, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში “იუვეს” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, წელს სათამაშო დროს საერთოდ ვერ იღებდა. ხორვატმა ბოლოს ტურინელთა მაისური 19 მაისს, “ატალანტასთან” მოირგო და გოლის გატანაც მოახერხა. ვრცელდება ინფორმაცია […]
არგენტინელი მეკარე ევროპული გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა
ევროპული ფეხბურთის გრანდები არგენტინელი მეკარით დაინტერესდნენ. მადრიდის “ატლეტიკოს”, “პსჟ-ს” და ტურინის “იუვენტუსს” “ბოკა ხუნიორსის” 28 წლის გოლკიპერის ესტებან ანდრადას დამატება სურთ. არგენტინის ნაკრების ახალწვეულს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, რომლის გამოსასყიდი თანხაც 22 მილიონ ევროს შეადგენს. ანდრადა “ბოკაში” 2018 წლის ზაფხულში, “ლანუსიდან” გადავიდა და გუნდის მთავარი მეკარეც გახდა.
ზლატანი იტალიაში უფრო რეალურია
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ევროპაში დაბრუნების შანსი კიდევ უფრო იზრდება. ამერიკული მედია საშუალებები შვედი თავდამსხმელის “ლოს ანჯელეს გალაქსიდან” წასვლის შესახებ წერენ და მას იტალიის ჩემპიონატს, კერძოდ კი “მილანს” უკავშირებენ. ყოფილ კლუბსა და 38 წლის თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებების პროცესი უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ზლატანი შეთავაზებულ პირობებზე თანახმაა, “როსონერის” “ატალანტასთან” გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ კი კლუბის დაინტერესება ფორვარდის დამატებასთან […]
რონალდუმ მისთვის განკუთვნილი მედალი მოიშორა (ვიდეო)
“Ronaldo’s not one for silver medals, is he?” 👀 CR7 was not having it. Straight off. pic.twitter.com/oy81C82xQO — Football on BT Sport (@btsportfootball) December 22, 2019
იუვენტუსი 1:3 ლაციო (მიმოხილვა)
ლულიჩმა ლაციო დააწინაურა (ვიდეო)
იუვენტუსმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრა (ვიდეო)
სამპდორია 1:2 იუვენტუსი (მიმოხილვა)
“სუპერ-კომპიუტერმა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტები დაასახელა
ინგლისურმა გამოცემებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების მონაცემები “სუპერ-კომპიუტერში” შეიყვანეს. შედეგების თანახმად, პრემიერლიგის სამი გუნდი – “ლივერპული”, “ტოტენჰემი” და “ჩელსი” ასპარეზობას აღნიშნულ ეტაპზე დაასრულებენ. “სუპერ-კომპიუტერის” პროგნოზი ასეთია: “დორტმუნდი” 2:4 “პსჟ” “სიტი” 4:2 “რეალი” “ვალენსია” 3:2 “ატალანტა” “ატლეტიკო” 2:2 “ლივერპული” – მადრიდელები შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავლენ “ბაიერნი” 4:1 “ჩელსი” “იუვენტუსი” 4:2 “ლიონი” “ტოტენჰემი” 2:2 […]
იუვენტუსი 3:1 უდინეზე (მიმოხილვა)
ბონუჩიმ იუვენტუსის უპირატესობა სამამდე გაზარდა (ვიდეო)
ატალანტას სიურპრიზი – მეცხრე იტალიიდან
ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო სეზონის ჩამტარებელმა “ატალანტამ” კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავზა. საწყის სამ შეხვედრაში მოუგებლობის შემდეგ, ჯგუფური ეტაპის მეორე ნახევარში, ბერგამოელებმა 7 ქულა აიღეს და საკმაოდ დაძაბული ჯგუფიდან გააღწიეს. საინტერესოა, რომ “ატალანტა” მეცხრე იტალიური კლუბი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დაძლია. აქამდე ეს “მილანმა”, “ინტერმა”, “იუვენტუსმა”, “ფიორენტინამ“, “ლაციომ“, “რომამ”, “სამპდორიამ” და “ნაპოლიმ” შეძლეს. […]