ცნობილმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის გუნდები დაასახელა, რომელთაც საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურთ. “ინტერესი გამოავლინა „ინტერმა“, „იუვენტუსმა“, „რომამ“ და „მილანმა“, „დორტმუნდმაც“. ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ „ნაპოლიც“ გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა […]