იუვენტუსი ჩელსის ერთ-ერთი ლიდერით დაინტერესდა
ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნ’გოლო კანტეს შეძენას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური Tuttosport ავრცელებს. წყაროში ნათქვამია, რომ კანტე თავისი სათამაშო პოზიციის ცვლილების შემდეგ უკმაყოფილოა. ცნობისთვის, ნ’გოლოს გადაბირებით მადრიდის “რეალი” და “პსჟ”-ც არიან დაინტერესებულები.
ლივერ’ქ’ული – ზღაპრული წელი, ევროპაში საუკეთესო
ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის მოქმედმა გამარჯვებულებმა სეზონი არადამაჯერებლად დაიწყეს. “მანჩესტერ სიტი”, “იუვენტუსი” და მიუნხენის “ბაიერნი” თავიანთ ლიგებში ლიდერობას ვერ ახერხებენ, “ბარსელონასა” და “პსჟ-ს” კი არადამაჯერებელი სათამაშო ფორმა აქვთ. სამაგიეროდ, შესანიშნავ შედეგსა და ცხადია თამაშსაც აჩვენებს “ლივერპული”. იურგენ კლოპის შექმნილი გუნდი, რომელმაც გერმანელის გეგენპრესინგის, შემტევი, ლაღი ფეხბურთის და იქვე გაუვალი დაცვის მეშვეობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო, საშინაო […]
იუვენტუსი 4:1 ტორინო (მიმოხილვა)
ფეხბურთის ისტორიაში პირველად – ჩემპიონთა ლიგის მატჩს ქალი მთავარი მსაჯი განსჯის
3 დეკემბერს, ტურინში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ისტორიაში შევა. აღნიშნულის მიზეზი UEFA-ს მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება გახდა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფეხბურთის ისტორიაში პირველად – ჩემპიონთა ლიგის მატჩის მთავარი მსაჯი ქალი იქნება. “იუვენტუსისა” და “დინამო კიევის” მატჩს ცნობილი ფრანგი ქალი არბიტრი – სტეფანი ფრაპა გაუძღვება. აღსანიშნავია, რომ კარიერის მანძილზე სტეფანი ფრაპა უკვე გაუძღვა რამდენიმე […]
იტალიური მედია: იუვენტუსს ზიდანი ან კონტე ჩაიბარებს
იტალიური მედია იტყობინება, რომ მიმდინარე სეზონი მასიმილიანო ალეგრისთვის “იუვენტუსში” უკანასკნელი იქნება. მის შემსცვლელებად კი ამჟამად უგუნდოდ მყოფი ზინედინ ზიდანი და ანტონიო კონტე მოიაზრებიან. ალეგრი “იუვენტუსის” სათავეში უკვე მე-5 სეზონია. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და ალეგრის ხელმძღვანელობით, ზედიზედ მე-5 სერია ა-ს ტიტულის მოპოვებასთან ახლოსაა: უახლოესი მდევარი, “ნაპოლი,” ტურინელებს 18 ქულით ჩამორჩება. ადგილობრივ დონეზე დომინაცია ევროპულ […]
ზინჩენკო შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს
Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს “მაჩესტერ სიტისთან” ზინჩენკოს ერთი წლით არენდის წესით აყვანაზე. უკრაინელი მცველი “სიტის” შემადგენლობაში ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ანხელინოს გერმანიაში წასვლის შემდეგ ზინჩენკოს მთავარი კონკურენტი მარცხენა მცველის პოზიციაზე ბენჟამინ მენდია. თუ მენდის ტრავმები არ შეაწუხებს, სავარაუდოდ, გუარდიოლა სწორედ მას განიხილავს პირველ ნომრად მარცხენა მცველის პოზიციაზე. […]
იუვენტუსის გრანდიოზული შეთავაზება მანჩესტერ იუნაიტედს
ტურინის “იუვენტუსმა” წითელ ეშმაკებს საოცარი შეთავაზება გაუკეთა. ახალი არ არის ის, რომ პოგბას “იუნაიტედში” თამაში აღარ სურს. ტურინული კლუბიდან წასვლის შემდეგ ფრანგის კარიერა საშინლად განვითარდა. მსოფლიო ჩემპიონი ხმამაღლა აცხადებს, რომ კლუბის შეცვლა სურს. აქედან გამომდინარე ტურინელთა ხელმძღვანელობამ “იუნაიტედს” შესანიშნავი შეთავაზება გაუკეთა. “იუვეს” ბოსები პოგბას სანაცვლოდ 125 მილიონ ევროს, აარონ რემზის და ადრიენ რაბიოს სთავაზობენ. თავისმხრივ […]
რონალდუ და რამოსი ერთმანეთს 2 წელი არ ელაპარაკებოდნენ
კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი ერთმანეთს 2 წელია არ ელაპარაკებიან. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა – Marca ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, რონალდუსა და რამოსს შორის ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი – 2018 წელს ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში ლუკა მოდრიჩისათვის მიცემული ხმა გახდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საკუთარ თანაგუნდელებთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც “ბლანკოსის” ვარსკვლავებმა ლუკა მოდრიჩს დაუჭირეს მხარი. 2018 წელს, […]
მინო რაიოლა – “აიაქსთან დე ლიხტის წასვლის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია”
მატეის დე ლიხტის შეძენის მთავარ კანდიდატად “იუვენტუსი” სახელდება. “ბიანკონერიმ” ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველის სანაცვლოდ “აიაქსს” 50 მილიონი ევრო შესთავაზა – თუმცა ამსტერდამელებმა ტრანსფერი დაბლოკეს. მატეის დე ლიხტის სანაცვლოდ, “აიაქსის” მესვეურებს გაცილებით უფრო მეტი თანხის მიღება სურთ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო აგენტის, მინო რაიოლას მტკიცებით “აიაქსთან” მატეის დე ლიხტის წასვლის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამელებსა და […]
უეფამ, შესაძლოა, ევროტურნირებიდან მოხსნას გრანდები, რომლებიც სუპერლიგის შექმნას აპირებენ
უეფა აღშფოთებულია 12 დიდი გუნდის გადაწყვეტილებით, რომლებიც ახალი ტურნირის, ევროპის სუპერლიგის შექმნას აპირებენ. ამ კლუბებს შორის მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ლივერპული, არსენალი, ჩელსი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, იუვენტუსი, ინტერი და მილანი არიან. უეფამ განაცხადა, რომ პროექტის შესაჩერებლად მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ორგანიზაცია ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდას აპირებს, რის შესახებაც ოფიციალურად ორშაბათს […]
ოფიციალურად: აარონ რემზი იუვენტუსის ფეხბურთელია!
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ უელსის ნაკრებისა და “არსენალის” შემტევი – აარონ რემზი იტალიურ გრანდს “იუვენტუსს” შეუერთდა. აარონ რემზი კლუბს 1 ივლისს შეუერთდება. ეს ფაქტი უკვე დაადასტურა ტურინულმა კლუბმა: Ufficiale | @aaronramsey , bianconero in estate! #SeeYouAaron ➡ https://t.co/coENzNTLRC pic.twitter.com/TR8VbjEFMo — JuventusFC (@juventusfc) February 11, 2019
არსენალმა ჩეხის შემცვლელი იუვენტუსში იპოვნა
ლონდონის “არსენალი” პეტერ ჩეხის შემცვლელად “იუვენტუსის” კარის დარაჯს მოიაზრებს.