Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს, საკუთარ სამწვრთნელო შტაბში, ყოფილი თანაგუნდელის, ალესანდრო ნესტას ხილვა სურს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობაზე სურს პირლოს, ნესტას დანიშნვა. ნესტა და პირლო 9 წლის განმავლობაში ერთად იცავდნენ “მილანის” ღირსებას და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგეს, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა. […]