UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა – რონალდ კუმანმა აღნიშნა, რომ “ბლაუგრანამ” შეხვედრა პირველ 25 წუთში წააგო. კუმანის მტკიცებით, “ბარსელონამ” პირველი ტაიმის საწყისი 25 წუთი ძალიან ცუდად, შიშითა და აგრესიის გარეშე გაატარა. “მარცხი დიდწილად […]