ალეგრი: ,,რაღაც მომენტში დიბალას ეგონა, რომ მესი იყო”
,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, პაულო დიბალაზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში ტურინულ გუნდს დატოვებს: ,,დიბალა საკუთარ თავს უნდა დაუბრუნდეს. რაღაც მომენტში პაულოს ეგონა, რომ ახალი მესი იყო. არ შეიძლება ვინმეს კოპირება ან ვინმეს მიბაძვა. დიბალას შეუძლია, ფეხბურთს ბევრი მისცეს, მას გამორჩეული ტექნიკური თვისებები აქვს. მან საკუთარი თავი უნდა იპოვოს,” – ალეგრის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს. პაულო დიბალა […]
ალეგრი: ,,უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ახლა იუვენტუსი ცხრილის შუა ნაწილის გუნდია”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ვერონასთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,სიტყვები ახლა აზრდაკარგულია. რთულ სიტუაციაში ვართ და უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ იუვენტუსი ცხრილის შუა ნაწილის გუნდია. მეტი მონდომების გამოვლენითა და თამაშის ხარისხზე მუშაობით შეგვიძლია, ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთ. წუხილს აზრი არ აქვს, ეს ვერ დაგვეხმარება. უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი ყველაფერი […]
ალეგრი: ,,ჩემს ფეხბურთელებს უნდა ახსოვდეთ, რომ სერია A-ში 29 კი არა, 44 ქულა მოვაგროვეთ”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ნანტთან” ევროპა ლიგის შეხვედრის წინ, მისი გუნდის გადატვირთულ კალენდარზე ისაუბრა: ,,ძალიან ბევრ მატჩს ვთამაშობთ? კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენს ყველა ვალდებულებას თავი გავართვათ. შეგვიძლია, სხვა ტურნირზე გადავერთოთ და მას მეტი დრო დავუთმოთ. ევროპა ლიგას მნიშნველობა აქვს, რადგან რაც უფრო მეტს თამაშობ, გონება უფრო მობილიზებულია. ამას გამოწვევებისთვის და გამარჯვებებისთვის […]
ალეგრიმ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა
დიდია იმის ალბათობა, რომ UEFA-მ კრიშტიანუ რონალდუ “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ გაკეთებული ჟესტის გამო, დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ცნობილია, რომ UEFA-ს დისციპლინალური საბჭო აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 21 მარტს მიიღებს. მანამდე კი “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან რონალდუს შესახებ ისაუბრა. “გამარჯვებას მოედანზე და მის გარეთ ყველა ისე აღნიშნავდა, როგორც უნდოდა. რონალდუს საქციელში ცუდი და უჩვეული ვერაფერი დავინახე. […]
ალეგრის რეაქცია, როცა პარედესი მოედანზე გასასვლელად მზად არ იყო | VIDEO
ალესანდრო დელ პიეროს ულამაზესი გოლების კრებული (ვიდეო)
ალესანდრო დელ პიეროს ულამაზესი გოლი დურტმუნდის ბორუსიასთან (ვიდეო)
ზუსტად 23 წლის წინ, 1995 წლის 13 სექტემბერს, ალესანდრო დელ პიერომ ულამაზესი გოლი გაუტანა “დორტმუნდის ბორუსიას”. გთავაზობთ ამ ულამაზეს გოლს.
ალვარო მორატამ ცარიელ კარს ააცილა (ვიდეო)
ალვარო მორატას 3 გოლი VAR-მა გაუუქმა (ვიდეო)
ალვეში: ბარსელონაში დაბრუნება მსურდა, მაგრამ გუნდში შეცდომის აღიარება ვერ შეძლეს
კატალონიური გრანდის ყოფილმა მცველმა – დანი ალვეშმა, მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. დანი ალვეშის მტკიცებით, გაშვების შემდეგ მას კვლავ სურდა დაბრუნება, თუმცა “ბარსელონას” მესვეურებს შეცდომის აღიარების გამბედაობა არ აღმოაჩნდათ. 2008-16 წლებში, ალვეშმა “ბარსელონას” მაისური 391 შეხვედრაში მოირგო და კატალონიური გრანდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა. “ბლაუგრანას” რიგებში მოპოვებული 23 ტიტულის – მათ შორის 6 ლა […]
ამ შაბათ-კვირას ნამდვილად ვერ მოიწყენთ!
ჩვენი საიტი გთავაზობთ ამ უიქენდის გამორჩეულ შეხვედრებს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა არ უნდა გამოტოვონ. ტოტენჰემი : არსენალი (16:30 საათი, 2 მარტი) პრემიერლიგის 29-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ლონდონური დერბი იქნება, რომელიც “უემბლის” სტადიონზე შედგება. პრემიერლიგის მესამე ადგილოსანი “ტოტენჰემი” მეოთხეადგილოსან “არსენალს” დაუპირისპირდება. “ტოტენჰემს” 60 ქულა აქვს, ხოლო “არსენალს” 56. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია “არსენალისთვის”, რადგან თუ ხვალ […]
ამსტერდამში “იუვენტუსის” 120-მდე გულშემატკივარი დააკავეს
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ, ამსტერდამში “იუვენტუსის” 120-მდე გულშემატკივარი დააკავეს – აღნიშნული ფაქტი იტალიიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ დაადასტურა. ცნობილია, რომ დაკავებულები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ – პოლიციამ მათ ცივი იარაღი, წიწაკის სპრეი, ხელკეტები და პეტარდები აღმოუჩინა. პოლიციამ ტიფოზები იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონის მიმდებარედ დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.