“ლესტერის” თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი ინგლისის პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პრემიერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა “ჩელსის” შემტევი ტომი აბრაჰამი და “მანჩესტერ სიტის” თილისმა სერხიო აგუერო დაამარცხა. ვარდიმ, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას, წინა თვეში 4 გოლის გატანა მოახერხა, მისი გუნდი კი სენსაციურად, 11 ტურის შემდეგ მესამე პოზიციას ინარჩუნებს […]