იმის გამო, რომ კრიშტიანუ რონალდუს მომავალი “იუნატედში” ბუნდოვანია, “წითელი ეშმაკები” “ლესტერის” ფორვარდს ჯეიმი ვარდის აკვირდებიან. გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა “მანჩესტერს”, ამ ზაფხულს, გაშვება სთხოვა. მისი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილით. 37 წლის ფეხბურთელს კვლავ სჯერა, რომ უმაღლეს დონეზე სამი ან ოთხი წელი შეუძლია თამაში. კვირას რონალდუმ პირველი წინასასეზონო მატჩი ჩაატარა […]