გატუზომ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო (ვიდეო)
გატუზოს პოზიციები შესუსტდა: ნაპოლიმ შესაძლოა მწვრთნელი მალე შეცვალოს
შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ჯენარო გატუზომ “ნაპოლი” დატოვოს. ინფორმაციას იტალიური სპორტული გაზეთი Football Italia Tuttosport- ის მასალაზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიაში აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიანო დე ლაურენტისი დაუკავშირდა რაფაელ ბენიტესს, რათა განეხილა მისი ნეაპოლში დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ, ამავე დროს იტალიურ მედიაში შეთანხმდნენ, რომ გატუზოს 10 დღე მიეცა სერია A-ში ვითარების გამოსასწორებლად, სადაც “ნაპოლი” მეექვსე […]
გატუზოს სამწვრთნელო კარიერა აშშ-ში გაგრძელდება?!
ჯენარო გატუზოს სამწვრთნელო კარიერა შესაძლოა აშშ-ში გაგრძელდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, გატუზოს სამსახურით დევიდ ბექჰემი ინტერესდება. ყოფილი თანაგუნდელის ხილვა ბექჰემს “ინტერ მაიამის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სურს. 41 წლის გატუზო აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს “ინტერ მაიამის” მესვეურებთან. დევიდ ბექჰემმა ასევე აღნიშნა, რომ MLS-ის ბინადარ გუნდში შესაძლოა რამდენიმე ინგლისელი ფეხბურთელიც ვიხილოთ.
გატუზოს ჩინურად Forza Inter ათქმევინეს (ვიდეო)
გიორგი მამარდაშვილი | გატუზომ მითხრა რომ პირველ მეკარედ განმიხილავს
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში, გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” ახალ მწვრთნელთან – ჯენარო გატუზოსთან შემდგარი კომუნიკაციის დეტალები გაამხილა. „ვალენსიაში წასვლა სარისკო იყო, მაგრამ ოჯახთან და მენეჯერთან ლაპარაკის შემდეგ წასვლა გადავწყვიტე, რადგან ეს თუ არ გამოვიდოდა, 6 თვეში სხვა გუნდი გამოჩნდებოდა და წავიდოდი. ვთამაშობ და ახლა ბედნიერი ვარ. სილესენი და იუსუფ მუსა იყვნენ ის მოთამაშეები, რომლებიც […]
დაპირისპირება მილანში – ბაკაიოკომ შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა?
იტალიური სპორტული მედიის ცნობით, “მილანის” ნახევარმცველმა, ტიმუე ბაკაიოკომ, სერია ა-ს 35-ე ტურის მატჩში შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა. “ბოლონიასთან” მატჩში “მილანის” ფეხბურთელმა, ლუკას ბილიამ ტრავმა მიიღო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მოედანზე ბაკაიოკოს შეყვანა გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, მის ნაცვლად შეცვლაზე სხვა ფეხბურთელი შევიდა. გატუზომ აღნიშნულთან დაკავშირებით შენდეგი განცხადება გააკეთა: “ბაკაიოკოს მოედანზე შესვლა ვთხოვე, მაგრამ […]
დორტმუნდის ბორუსიასთან მატჩში გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითად შემადგენლობაშია
2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბები სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდს გადიან. სწორედ ზაფხულის შეკრების ფარგლებში, ესპანური “ვალენსია” ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს, პირველ მათგანში კი გერმანული ფეხბურთის გრანდს, დორტმუნდის “ბორუსიას” უპირისპირდება. მნიშვნელოვანია, რომ “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იმყოფება, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო უდიდესი ალბათობით, ახალ სეზონში მთავარ გოლკიპერად განიხილავს. “ვალენსიასა” და “დორტმუნდის” […]
ვალენსიამ ჯენარო გატუზო გაათავისუფლა
ჯენარო გატუზო ,,ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი აღარ არის, ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. გუნდს ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე დროებით ვოლო გონსალესი უხელმძღვანელებს. გატუზო ,,ვალენსიას” მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ,,ღამურებმა” 22 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგან 7 მოიგეს, 9 წააგეს, 6 კი ფრედ დაასრულეს. ლა ლიგის 18 ტურის შემდეგ, ,,ვალენსიას” 20 […]
ვალენსიას ახალი მთავარი მწვრთნელი გატუზო იქნება
“ვალენსიაში” ხოსე ბორდალასს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ჯენარო გატუზო შეცვლის. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ღამურები” იტალიელს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად მალე წარადგენენ. ცნობილია, რომ “ვალენსიადან” ბორდალასის წასვლის მიზეზი სპეციალისტსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული უთანხმოებაა. გიორგი მამარდაშვილმა ბორდალასისგან მოულოდნელად დიდი ნდობა მიიღო. მეორე გუნდში სათამაშოდ გადასული ქართველი მეკარე ესპანელმა “ვალენსიას” სასტარტო ფეხბურთელად აქცია. 21 […]
ვინ შეცვლის დონარუმას მილანში?
როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, სეზონის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმა “მილანს” დატოვებს და კარიერას ტურინის “იუვენტუსში”გააგრძელებს. ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის სავარაუდო შემცვლელები უკვე გამოჩნდნენ. “როსონერიში” დიდი ალბათობით “ტორინოსა” და “ნაპოლის” გოლკიპერებიდან ერთ-ერთი, შესაბამისად, ალექს მერე ან სალვატორე სირიგუ აღმოჩნდება. დონარუმას აგენტ მინო რაიოლას “მილანის” ახალი პროექტისა და წარმატების არ სჯერა და სურს თავისი კლიენტი უკეთეს გუნდში რაც შეიძლება […]
კალიდუ კულიბალიმ სპეციას ქუსლით გაუტანა (ვიდეო)
ლეონარდო: “გატუზოს გაშვებას არ ვაპირებთ!”
“მილანის” სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას გუნდის ხელმძღვანელობა არ გეგმავს. მისი თქმით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში “მსგავს საკითხზე საუბარი არც ყოფილა.” ლეონარდოს გატუზოს გაშვებასთან დაკავშირებით კითხვა “სამპდორიასთან” მარცხის შემდეგ (1:0) დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ გატუზოს ხელმძღვანელობით, “მილანი” სერია ა-ში მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. “გატუზოს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, მაკვირვებს კიდეც თქვენი კითხვა. […]