ჯენარო გატუზოს მრისხანე გადაწყვეტილება ლოზანოს მიმართ
როგორც ცნობილია იტალიის საფეხბურთო კლუბებმა ვარჯიში ჩვეულ ტემპში განაახლეს – ცხადია, მათ შორისაა “ნაპოლიც”. იტალიურ მედიას თვალთახედვის არეალიდან არ გამორჩენია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ნეაპოლიტანელების ვარჯიშის დროს მოხდა. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ვარჯიშის მსვლელობისას ირვინგ ლოზანო “გააგდო”, მიზეზად კი მისი სიზარმაცე დასახელდა. 24 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში პირველ სეზონს ატარებს, სწორედ ესაა იტალიური ფეხბურთის […]
ტრაგედია გატუზოების ოჯახში – ჯენარო გატუზოს და გარდაიცვალა
ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს და “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს – ჯენარო გატუზოს და გარდაეცვალა. ჯენარო გატუზოს და, ფრანჩესკა გატუზო 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკო გატუზო 4 თვე მკურნალობდა, იგი თებერვლიდან ინტენსიურ მკურნალობაზე იყო გადასული და თებერვლის ბოლოს გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა (რისი ჯერჯერობით უცნობია). სამწუხაროდ მან დაავადებას ვერ დაძლია და დღეს გარდაიცვალა. ჯენარო გატუზოს უკვე მიუმსამძიმრა “მილანმა” […]
ვინ შეცვლის დონარუმას მილანში?
როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, სეზონის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმა “მილანს” დატოვებს და კარიერას ტურინის “იუვენტუსში”გააგრძელებს. ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის სავარაუდო შემცვლელები უკვე გამოჩნდნენ. “როსონერიში” დიდი ალბათობით “ტორინოსა” და “ნაპოლის” გოლკიპერებიდან ერთ-ერთი, შესაბამისად, ალექს მერე ან სალვატორე სირიგუ აღმოჩნდება. დონარუმას აგენტ მინო რაიოლას “მილანის” ახალი პროექტისა და წარმატების არ სჯერა და სურს თავისი კლიენტი უკეთეს გუნდში რაც შეიძლება […]
გატუზო: “უკან დახევას არ ვაპირებთ, კამპ ნოუზე ვიბრძოლებთ”
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ნაპოლი” “ბარსელონას” დაუპირისპირდა. ნეაპოლში, “სან პაოლოზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჯენარო გატუზომ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტების დასმულ კითხვას, ინარჩუნებს თუ არა “ნაპოლი” მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს – გატუზომ ორიგინალური პასუხი გასცა: “ვისურვებდი, რომ პასუხის გაცემა ჩემს სტილში შემეძლოს მაგრამ არ შემიძლია. […]
ჩაკვეტაძე ნაპოლიში? – ქართველი ფეხბურთელით ჯენარო გატუზო დაინტერესდა
იტალიური გამოცემა eurocalciomercato.net გიორგი ჩაკვეტაძის სერია A-ში შესაძლო ტრანსფერზე წერს. გამოცემის სტატიაში საუბარი “ნაპოლიზე” და მათ ახალ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოზეა, რომელიც გუნდში რამდენიმე დღეა დაინიშნა და ზამთარში გუნდში სრული რევოლუციის მოხდენა სურს. რინო აპირებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის სრული გაახალგაზრდავება მოახდინოს და მათ შორის 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის გვარიც ფიგურირებს. ნეაპოლიტანელების მთავარი […]
ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ, ნეაპოლურმა გუნდმა კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ნაპოლის 2018 წელს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მიმდინარე სეზონში სერია A-ში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და გუნდის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო, იტალიელ სპეციალისტი გუნდიდან დაითხოვეს სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ნეაპოლურ გრანდს ჯენარო გატუზო გაწვრთნის. “მილანისა” და იტალიის ნაკრების ლეგენდა, “როსონერის” 2017-2019 […]
გატუზოს სამწვრთნელო კარიერა აშშ-ში გაგრძელდება?!
ჯენარო გატუზოს სამწვრთნელო კარიერა შესაძლოა აშშ-ში გაგრძელდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, გატუზოს სამსახურით დევიდ ბექჰემი ინტერესდება. ყოფილი თანაგუნდელის ხილვა ბექჰემს “ინტერ მაიამის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სურს. 41 წლის გატუზო აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს “ინტერ მაიამის” მესვეურებთან. დევიდ ბექჰემმა ასევე აღნიშნა, რომ MLS-ის ბინადარ გუნდში შესაძლოა რამდენიმე ინგლისელი ფეხბურთელიც ვიხილოთ.
მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს “მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჯენარო გატუზოს გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს პოსტი ვაკანტური იყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მილანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით “როსონერის” მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის. ჯამპაოლო გასულ სეზონში “სამპდორიას” წვრთნიდა და მისი გუნდი სერია ა-ს გათამაშებაში 9-ე ადგილზე გავიდა, მანამდე იტალიელი სპეციალისტი მთელ რიგ იტალიურ […]
ოფიციალურად: ჯენარო გატუზო მილანის მწვრთნელი აღარაა
ჯენარო გატუზომ “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. სერია ა-ს გასულ სეზონში “მილანმა” მე-5 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა, რაც მისი გადადგომის საბაბი გახდა. “ეს ძალიან მტკივნეული, თუმცა საჭირო გადაწყვეტილებაა. გუნდში დაუვიწყარი პერიოდი გავატარე და ეს არასოდეს დამავიწყდება,” აღნიშნა მან. “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა 2017 წელს ვინჩენცო მონტელა ჩაანაცვლა. “რინოს” ხელმძღვანელობით ჩატარებულ 82 მატჩში, […]
შელაპარაკება გატუზოსა და ბაკაიოკოს შორის (ვიდეო)
დაპირისპირება მილანში – ბაკაიოკომ შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა?
იტალიური სპორტული მედიის ცნობით, “მილანის” ნახევარმცველმა, ტიმუე ბაკაიოკომ, სერია ა-ს 35-ე ტურის მატჩში შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა. “ბოლონიასთან” მატჩში “მილანის” ფეხბურთელმა, ლუკას ბილიამ ტრავმა მიიღო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მოედანზე ბაკაიოკოს შეყვანა გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, მის ნაცვლად შეცვლაზე სხვა ფეხბურთელი შევიდა. გატუზომ აღნიშნულთან დაკავშირებით შენდეგი განცხადება გააკეთა: “ბაკაიოკოს მოედანზე შესვლა ვთხოვე, მაგრამ […]
ლეონარდო: “გატუზოს გაშვებას არ ვაპირებთ!”
“მილანის” სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას გუნდის ხელმძღვანელობა არ გეგმავს. მისი თქმით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში “მსგავს საკითხზე საუბარი არც ყოფილა.” ლეონარდოს გატუზოს გაშვებასთან დაკავშირებით კითხვა “სამპდორიასთან” მარცხის შემდეგ (1:0) დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ გატუზოს ხელმძღვანელობით, “მილანი” სერია ა-ში მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. “გატუზოს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, მაკვირვებს კიდეც თქვენი კითხვა. […]