მილანი გატუზოს შემცვლელს განიხილავს
ცნობილი იტალიური მედიასაშუალების, Gazzetta dello Sport-ის თანახმად, “მილანი” ჯენარო გატუზოს ჩანაცვლებას რობერტო დონადონით აპირებს. გამოცემა იტყობინება, რომ გატუზო პოსტს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი მომდევნო მატჩებში სერია ა-ში მდგომარეობას არ გამოასწორებს. ამ სეზონში “მილანმა” იტალიის ჩემპიონატში 8 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 3-ის მოგება შეძლო და ამ შედეგით, მე-12 ადგილი უკავია. რობერტო დონადონის საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს – […]
გატუზოს სამწვრთნელო კარიერა აშშ-ში გაგრძელდება?!
ჯენარო გატუზოს სამწვრთნელო კარიერა შესაძლოა აშშ-ში გაგრძელდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, გატუზოს სამსახურით დევიდ ბექჰემი ინტერესდება. ყოფილი თანაგუნდელის ხილვა ბექჰემს “ინტერ მაიამის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სურს. 41 წლის გატუზო აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს “ინტერ მაიამის” მესვეურებთან. დევიდ ბექჰემმა ასევე აღნიშნა, რომ MLS-ის ბინადარ გუნდში შესაძლოა რამდენიმე ინგლისელი ფეხბურთელიც ვიხილოთ.
ლეონარდო: “გატუზოს გაშვებას არ ვაპირებთ!”
“მილანის” სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას გუნდის ხელმძღვანელობა არ გეგმავს. მისი თქმით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში “მსგავს საკითხზე საუბარი არც ყოფილა.” ლეონარდოს გატუზოს გაშვებასთან დაკავშირებით კითხვა “სამპდორიასთან” მარცხის შემდეგ (1:0) დაუსვეს. აღსანიშნავია, რომ გატუზოს ხელმძღვანელობით, “მილანი” სერია ა-ში მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. “გატუზოს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, მაკვირვებს კიდეც თქვენი კითხვა. […]
კალიდუ კულიბალიმ სპეციას ქუსლით გაუტანა (ვიდეო)
ჯენარო გატუზო შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დასაქმდეს
“ევერტონმა” რაფაელ ბენიტესი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციაზე ახალი კანდიდატების ძებნაც აქტიურ რეჟიმში დაიწყო. ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა როგორც ბრიტანული მედია იუწყება, “კანფეტების” ხელმძღვანელობას რამდენიმე სასურველი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ, რომელთა მოკლე სიაც შემდეგნაირად გამოიყურება. მთავარ პრეტენდენტებად ჟოზე მოურინიო, უეინ რუნი და ფრენკ ლამპარდი დასახელდნენ, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარიერის გაგრძელების ასეთ ვარიანტზე უარის თქმა […]
გატუზოს პოზიციები შესუსტდა: ნაპოლიმ შესაძლოა მწვრთნელი მალე შეცვალოს
შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ჯენარო გატუზომ “ნაპოლი” დატოვოს. ინფორმაციას იტალიური სპორტული გაზეთი Football Italia Tuttosport- ის მასალაზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიაში აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიანო დე ლაურენტისი დაუკავშირდა რაფაელ ბენიტესს, რათა განეხილა მისი ნეაპოლში დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ, ამავე დროს იტალიურ მედიაში შეთანხმდნენ, რომ გატუზოს 10 დღე მიეცა სერია A-ში ვითარების გამოსასწორებლად, სადაც “ნაპოლი” მეექვსე […]