უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “დინამო ბათუმი” პოლონეთის ექსტრაკლასას 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებულს, პოზნანის “ლეხს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ, პოლონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. “ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე დავიმატეთ. კმაყოფილი ვარ ამ სტაფით და შემადგენლობით. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მაკმაყოფილებს, არის დაშავებულთა დიდი რაოდენობა, […]