2004 წლის ევროპის ჩემპიონები: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები საბერძნეთში ჩაატარებს. “ჯვაროსნები” შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ გამართული ორი მძიმე ბრძოლის შემდეგ, ამჯერად საბერძნეთს, სალონიკში, “პაოკის” სტადიონზე დაუპირისპირდებიან და მიმდინარე წელს მესამე მცდელობიდან პირველი ქულების აღებას შეეცდებიან. იქამდე, ვიდრე ვილი სანიოლის გუნდი ევროპის 2004 წლის ჩემპიონებთან დუელს დაიწყებს, შევეცდებით, ჩვენი მომავალი მეტოქე უკეთ გაგაცნოთ. […]
საბერძნეთის მწვრთნელი: “იმედგაცრუებულები ვართ, ეს არ არის ის, რაც გვსურდა”
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთან სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ შიფმა, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა. “ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც გვსურდა. პირველ ტაიმში, რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, თუმცა მთლიანობაში, ცუდი მატჩი გამოგვივიდა. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები […]