ცნობილი გახდა, თუ რა თანხა გამოიმუშავეს UFC-ის ვარსკვლავებმა 2020 წელს. აღნიშნულ ინფორმაციას mmabreakdown-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ის მებრძოლთა შორის, 2020 წელს ყველაზე მეტი ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოიმუშავა. დაუმარცხებელი დაღესტნელი მებრძოლის ბიუჯეტი გასულ წელს $6.090.000-ით გაიზარდა. მეორე ადგილი სახელოვანმა ირლანდიელმა მებრძოლმა – კონორ მაკგრეგორმა დაიკავა ($3.060.000). მესამე ადგილს კი ჯუნიორ დოს სანტოსი დასჯერდა, რომლის მონაგარმაც $1.560.000 შეადგინა. […]