ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა, კაილ უოკერმა, საფრანგეთთან მატჩის წინ, კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,მბაპეს წინააღმდეგ რამდენიმეჯერ ვითამაშე და იმედი მაქვს, გამოცდილება დამეხმარება. კილიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, ასე რომ, რთული ამოცანა იქნება. თუმცა, როგორც პროფესიონალს, საუკეთესოების წინააღმდეგ მსურს თამაში, ის კი სწორედ ასეთია. დიახ, რთული მატჩი გველის, მაგრამ გუნდი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ იქნება. […]