ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
დებიუტანტმა პირველი მატჩი მოიგო – თელავმა შთამბეჭდავად დაიწყო და ლიდერებში გაერია
საქართველოს ეროვნული ლიგა გრძელდება. მეოთხე ტურის ბოლოსწინა მატჩი კახეთის ცენტრში გაიმართა. თელავში, “კავკასიონი არენაზე”, “თელავმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეროვნულ ლიგაში აღზევებული ორი გუნდი შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდა. მასპინძლებმა სამ ტურში სამი ფრე ითამაშეს, თუმცა ქულები აღიარებულ ლიდერებს, თბილისის და ბათუმის “დინამოს” და ასევე გორის “დილას” დააკარგვინეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ თითო მოგება, […]
კახა ჩხეტიანი: “სამტრედია კარგი გუნდია და მარტივ გამარჯვებას არ ველოდით”
ორი მოუგებელი ტურის შემდეგ, “სამტრედიასთან” მარტივი გამარჯვება (4:0) “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეაფასა. “გახარებული ვარ გამარჯვებით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ასეთ მარტივ გამარჯვებას ველოდით, რადგან “სამტრედია” კარგი გუნდია, შეიძლება დამარცხდნენ ან ფრე ითამაშონ, მაგრამ მათ საკმაოდ ძლიერი და მებრძოლი შემადგენლობა ჰყავთ. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, მე ჩემს ბიჭებს მადლობას ვუხდი, რადგანაც მათ ყველაფერი […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
გულიაშვილის გოლით საბურთალომ სამტრედიიდან 3 ქულა წამოიღო – ელიგაში პირველი წრე დასრულდა
საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრე სამტრედიაში გამართული, დაძაბული და დრამატული შეხვედრით დასრულდა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე, ადგილობრივმა “სამტრედიამ” “საბურთალოს” უმასპინძლა და – 1:2 დამარცხდა. მატჩამდე, იმერლებს 8, ხოლო თბილისელებს 13 ქულა ჰქონდათ და სატურნირო ცხრილში შესაბამისად, მერვე და მეოთხე ადგილებს იკავებდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ანგარიშის გახსნა კი მასპინძლებმა მოახერხეს. 21-ე წუთზე, სტრაჰინია […]
ლეგიონერების გოლები და ფრე გორში – დილამ შანსი ვერ გამოიყენა
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის მორიგი შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც “დილამ” “სამტრედიას” თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე უმასპინძლა და ფრე – 1:1 ითამაშა. გუნდები დაპირისპირებას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ. მასპინძლებს ერთი მოგებითა და ერთი ფრით 4 ქულა ჰქონდათ და ცხრილში მესამე პოზიციას იკავებდნენ, რაც შეეხებათ სტუმრებს, იმერული კლუბი მეორე ტურში, ქუთაისის “ტორპედოსთან” აღებული 3 ქულის მეშვეობით […]