დინამო თბილისი გვერდში დგომას ა(ღა)რ იმსახურებს
თამაშისთვის არ მიყურებია. ნუ გამკიცხავთ. ერთ დროს, იყო ბავშვობა – პერიოდი როდესაც თამაშს არ ვტოვებდი და იმ მომავლის მჯეროდა, რომელიც არასოდეს დადგა. შემდეგ დრო აჩქარდა, საათ-ნახევარი კი არაა ცოტა დრო იმისთვის, რომ დაკარგო. არადა, რას შეუძლია ადამიანის გონების ისე დაპყრობა, როგორც გადავსებულ სტადიონს, ერთიან შეძახილებს, გოლის აღნიშვნისას მიღებულ განუზომელ ემოციას? ქართველებს ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და […]
დინამო თბილისმა კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა
კახა ცხადაძე ,,დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ინფორმაცია დღეს დედალაქურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. „კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახას და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება ვუსურვოთ,” – განაცხადა დინამოს სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა. ცხადაძე ,,დინამოში” 2021 წლიდან მუშაობდა. გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბი […]
დინამო თბილისმა შეკრება ფახთაქორთან დიდი უპირატესობით გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, დინამო თბილისმა 2022 წლის სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი თურქეთში, ანტალიაში გაიარა და გამარჯვებით დაასრულა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უზბეკეთში იგივე სტატუსის მქონე ტაშკენტის “ფახთაქორს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. კახა ცხადაძის გუნდის მხრიდან გოლების გატანა სტანისლავ ბილენკიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და ნიკოლოზ მალიმ მოახერხეს. “დინამო თბილისმა” ბელეკში გამართულ შეკრებაზე 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც […]
სეზონის მთავარი მატჩის პრევიუ: დინამო ბათუმი – დინამო თბილისი
დინამო ბათუმი – დინამო თბილისი დრო: 20 ოქტომბერი, 18:30 საათი სტადიონი: ბათუმი არენა (ბათუმი, საქართველო) მთავარი მსაჯი: ჰიუსეინ გოჩეკი (თურქეთი) საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი შეხვედრა, -ე ტურში, ბათუმში, ახალაშენებულ “ბათუმი არენაზე” უნდა გაიმართოს და მასში “დინამო ბათუმმა” “დინამო თბილისს” უნდა უმასპინძლოს. ბოლო წლებში, ქვეყნის ჩემპიონატის ორი მთავარი გუნდი ერთმანეთს სეზონში მეოთხედ უნდა […]
დინამო თბილისში ცვლილებებია | რას უნდა ველოდოთ?
ნებისმიერი კრიზისის დროს, პირველი რამ, რაც გვახსენდება, საჭირო ცვლილებებია – როდესაც არსებული არ ამართლებს, გზა სიახლეს უნდა დავუთმოთ. ამჟამად, “დინამო თბილისში” სწორედ ასეთი ამბებია და ამ სტატიაში, თბილისური კლუბის შიდა სამზარეულოში შეგახედებთ. შორიდან დავიწყოთ: უდავო ფაქტია, რომ “დინამო თბილისს” საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. იშვიათად თუ მოიძებნება უახლეს ისტორიაში ისეთი დღე, როდესაც მთელი ერი გაერთიანებული […]
კახა ცხადაძე: “დღეს ორივე გუნდმა კარგად ითამაშა”
“ნეფთჩისთან” ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ, კახა ცხადაძე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. “გილოცავთ გამარჯვებას. პირველ მატჩთან შედარებით, “ნეფთჩიმ” გაცილებით უკეთესად ითამაშა. ორივე გუნდმა დღეს კარგი თამაში აჩვენა. ზოგადად, ორ მატჩში 4-დან 3 გოლი საკუთარ თავს გავუტანეთ. ფეხბურთელებმა მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს, რის გამოც წავაგეთ. ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. წარუმატებლობის მიზეზი? კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება არ […]
კახა ცხადაძე: “ნეფთჩისთან თბილისში მეტოქის სიძლიერის გამო არ წაგვიგია”
“დინამო თბილისსა” და “ნეფთჩის” შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩამდე კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეცილიასტმა თბილისში გამართულ თამაშსა და ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. “ბაქოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში საკმაო დროის მანძილზე ვმუშაობდი. ჩემთვის, ბაქო ძალიან ლამაზი ქალაქია. პირველი მატჩი “ნეფთჩის” წინააღმდეგ ძალიან საინტერესო და რთული იყო. ხვალ იგივე იქნება და ნანახი თამაშით ისიამოვნებთ. […]
კახა ცხადაძე: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ – მინდა, რომ ეს პათოსი დასრულდეს”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, რომელიც “დინამო არენაზე” გაიმართა და რომელშიც ბაქოს “ნეფთჩიმ” “დინამო თბილისს” 2:1 აჯობა, საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების წინაშე მატჩი შეაფასა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. “ემოციები მატჩის შემდეგ ყოველთვის ჭარობობს და ლოგიკურად მსჯელობა ჭირს, მაგრამ ერთი […]
ნეფთჩისთან მატჩში დინამო თბილისის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
7 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, “დინამო თბილისი ბაქოს “ნეფთჩის” უმასპინძლებს. შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილი გახდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძრითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება. “დინამო თბილისი”: კვასხვაძე – ბენიო, ხვადაგიანი, პაპავა – სპორქსლედე, რადინი, ქარდავა, ხარაბაძე – გაბედავა, კუცია – მარუშიჩი. (3-4-2-1). მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე. “დინამო თბილისისა” და ბაქოს […]
ჩემპიონთა ლიგა და ბაქოს ნეფთჩი: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
7 ივლისს, “დინამო არენა” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, “დინამო თბილისი”, ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. ქართულ-აზერბაიჯანული დუელი, რომელშიც ერთმანეთის წინაშე ორი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წარსდგება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა საქართველოს პირველი არხის ეთერში გექნებათ, იქამდე კი, ვიდრე “ლურჯ-თეთრები” მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო […]
კახა ცხადაძე: “ნეფთჩი ძლიერი გუნდია, რთული მატჩი გველის, მაგრამ შანსებზე საუბარი არასერიოზულია”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის წინ, “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა და ბაქოს “ნეფთჩისთან” დაპირისპირების შესახებ ისაუბრა “ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს ორივე კლუბისთვის. რომან ფიფიას განცხადება “ნეთჩისთან” მატჩის შესახებ არ წამიკითხავს. ჩემი მიზანია, რომ გუნდმა ხვალ მაქსიმალურად კარგად ითამაშოს და საუკეთესო შედეგი აჩვენოს. ფილიპ ორშულას გუნდში აყვანა შეცდომა იყო. […]
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “დინამო თბილისის” მეტოქე გუნდის, ბაქოს “ნეფთჩის” მთავარმა მწვრთნელმა, სამირ აბასოვმა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძალების და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა., “ჩვენი მეტოქე სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, ამიტომ ახლა ძნელია მეტოქის შესახებ კომენტარის გაკეთება. დღეიდან ჩვენ დავიწყებთ მოწინააღმდეგის ანალიზსა და გამოკვლევას. “დინამო თბილისის” მთავარი უპირატესობა არის ის , რომ ამჟამად მიმდინარეობს […]