ვეტერანმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, განათლებისთვის მეტი დროის დათმობა გადაწყვიტა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო ცენტრში, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა. აშშ-ს ყველაზე ძველ უნივერსიტეტში მადრიდის “რეალის”, “ბარსელონას”, “ინტერის” და “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალიზებულ კურსს გაივლის. სწავლას კამერუნის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მომავალი წლის პირველივე თვიდან შეუდგება. “ვიცი, […]