ვალი €1.3 მილიარდს შეადგენს | როგორ ყიდულობს ბარსა ახალ ფეხბურთელებს?
“ბარსელონას” ფინანსური პრობლემები აქვს და ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. ყოფილი პრეზიდენტის, ბართომეუს მმართველობის პერიოდში, გუნდს €1.3 მილიარდის ოდენობის ვალი დაუგროვდა, რაც არასწორი მენეჯმენტის, მრავალმილიონიანი წარუმატებელი ტრანსფერების, დაუბალანსებელი სახელფასო ბიუჯეტისა და წამგებიანი საკონტრაქტო ხელშეკრულებების შედეგი იყო. ამის მიუხედავად, სრულიად მოულოდნელად, “ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე უჩვეულოდ გააქტიურდა – ლევანდოვსკისა (€45 მლნ.) და რაფინიას (€58 მლნ.) შეძენა ხომ ყველას […]
კამპ ნოუს რეკონსტრუქცია ივნისში დაიწყება, ბარსელონა ერთ სეზონს სხვა სტადიონზე ჩაატარებს
,,ბარსელონამ” ,,კამპ ნოუს” განახლების პროექტი წარადგინა. გეგმის მიხედვით, სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე არენის პირველი და მეორე იარუსი გარემონტდება, ყურადღება გამახვილდება ტექნოლოგიურ დეტალებსა და სტადიონის გარე ტერიტორიაზე. რამდენიმე კვირის წინ, ,,ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, სამშენებლო მასალის ღირებულება 25%-ით გაიზარდა. კლუბი რისკების შემცირებას მინიმუმამდე აპირებს, სწორედ ამიტომ, […]
ოფიციალურად: კამპ ნოუ სახელს შეიცვლის
შვედური სტრიმინგ კომპანია Spotify “ბარსელონას” მთავარი სპონსორი გახდა – ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. მრავალწლიანი კონტრაქტის მიხედვით, “ბარსელონას” გუნდების მაისურებზე Spotify-ს წარწერა გაჩნდება და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად – “კამპ ნოუს” სახელწოდება შეიცვლება. 2022 წლის ივლისიდან ის “Spotify კამპ ნოუ” გახდება. “საამაყოა თანამშრომლობა ისეთ კომპანიასთან, როგორიცაა – Spotify. პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა ექნება გუნდს, როგორც […]
280 მილიონი სამ წელიწადში – ბარსელონას ახალი სპონსორი ეყოლება
ბარსელონას ახალი სპონსორი ეყოლება. კატალონიური გრანდის ახალი მხარდამჭერი მუსიკალური მომსახურების კომპანია, Spotify იქნება. შვედურ კომპანიასა და ესპანურ საფეხბურთო კლუბს შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება, რომელიც ძალაში 2022/23 წლების სეზონის დასაწყისიდან შევა და რომელიც ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება. მხარეთა შორის თანამშრომლობის პერიოდში, “ბარსა” 280 მილიონ ევროს მიიღებს. Spotify-ის ლოგო “ბლაუგრანას” მაისურებზე იქნება განთავსებული. კომპანია ასევე […]
კატალონიური ესტაფეტა – ბიძინა ბარათაშვილის ბლოგი | წარმატებები ჩავი!
წლევანდელი საფეხბურთო შემოდგომის მთავარი თემა უთუოდ ბარსელონაში ჩავი ერნანდესის დაბრუნება გახლავთ. დღეს ყველა ამაზე წერს – ბჭობენ, ხომ არ დააბრუნებს იგი ინიესტას? აგერ დანი ალვეში უკვე გუნდშია, ტიაგო უნდაო ლეოს ადგილზე… თვითონ მესისაც ჰქონია რაღაც პუნქტი კონტრაქტში… ეგებ, ახალი ტალანტებიც მოიძებნოს… ის ხომ სულით ხორცამდე ბარსელონელია და ვინ თუ არა ჩავი უნდა გახდეს მორიგი კატალონიური […]
როგორი იქნება განახლებული კამპ ნოუ | VIDEO
ვინ არის დამნაშავე? – ლუის სუარესმა ბარსელონას დატოვების მიზეზებზე ისაუბრა
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “ბარსელონადან” წასვლის მიზეზებზე კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად ისაუბრა და ამ საკითხში კლუბის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დაადანაშაულა. ამასთან ერთად, 34 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. “ჩავის შესაძლო ჩამოსვლა კლუბში? მე ვფიქრობ, რომ ჯობია ის ამისთვის შესაფერის მომენტს დაელოდოს. მგონია, რომ ახლა არ […]
ლა მასიას გაძლიერება | ლაპორტას გეგმა ბარსელონას გადასარჩენად
“ბარსელონა” ფინანსურ კრიზისშია – ბართომეუს არასწორმა, არაეფექტურმა მენეჯმენტმა გუნდს არამარტო ფინანსური, არამედ უფრო ღრმა პრობლემებიც მოუტანა. მდგომარეობის გამოსასწორებლად, გუნდის ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ყურადღების გადატანას კვლავ “ლა მასიაზე” გეგმავს. “ბლაუგრანაში” არსებული პრობლემების არსისა და მათი გამოსწორების გზების შესახებ, ეს სტატია მოგიყვებათ. მარტის დასაწყისში, 18 წლის ილაიშ მორიბამ “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. კატალონიური კლუბის მიერ […]
ზიდანი: მწვრთნელი, რომელსაც კამპ ნოუზე არასოდეს წაუგია
24 ოქტომბერს, ესპანური ფეხბურთისა და ზოგადად, ფეხბურთის გამორჩეული დერბი გაიმართება: “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “რეალს” უმასპინძლებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ “რეალი” დერბის ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება: ბოლო ორი მატჩი მადრიდელებმა “შახტართან” და “კადისთან” დათმეს და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ “ლევანტესთან”, “ვალიადოლიდთან” და “ბეტისთან” დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზიდანს “კამპ ნოუზე” დღემდე არასოდეს […]
ბარსელონა სტადიონის სახელწოდების უფლებას გაყიდის
კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური გვერდი გუნდის ისტორიაში უპრეცედენტო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, კლუბი მომდევნო სეზონიდან, 1 წლით “კამპ ნოუს” სახელწოდების უფლებას გაყიდის. “ბარსას” საშინაო სტადიონს სპონსორის სახელი ექნება, ხოლო შემოსული თანხა კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დაძლევას მოხმარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება “ბლაუგრანას” დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა.
ულამაზესი კადრები, სხვა რაკურსით დანახული კამპ ნოუ
ბარსელონა-მანჩესტერს კამპ ნოუზე რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “მანჩესტერი” დაუპირისპირდნენ (3:0), მიმდინარე სეზონის რეკორდი დაფიქსირდა: “კამპ ნოუზე” 96708 ადამიანი იყოფებოდა. მიმდინარე სეზონში, “ბარსელონას” საშინაო სტადიონზე ყველაზე მეტი ადამიანი “რეალთან” შეხვედრას დაესწრო (93265). შეგახსენებთ, რომ “კამპ ნოუს” მაქსიმალური ტევადობა 99354 მაყურებელს შეადგენს. 👥 Hoy somos 96.708 espectadores en el Camp Nou, la mejor asistencia de […]