ზიდანი: მწვრთნელი, რომელსაც კამპ ნოუზე არასოდეს წაუგია
24 ოქტომბერს, ესპანური ფეხბურთისა და ზოგადად, ფეხბურთის გამორჩეული დერბი გაიმართება: “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “რეალს” უმასპინძლებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ “რეალი” დერბის ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება: ბოლო ორი მატჩი მადრიდელებმა “შახტართან” და “კადისთან” დათმეს და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ “ლევანტესთან”, “ვალიადოლიდთან” და “ბეტისთან” დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზიდანს “კამპ ნოუზე” დღემდე არასოდეს […]
ლა მასიას გაძლიერება | ლაპორტას გეგმა ბარსელონას გადასარჩენად
“ბარსელონა” ფინანსურ კრიზისშია – ბართომეუს არასწორმა, არაეფექტურმა მენეჯმენტმა გუნდს არამარტო ფინანსური, არამედ უფრო ღრმა პრობლემებიც მოუტანა. მდგომარეობის გამოსასწორებლად, გუნდის ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, ყურადღების გადატანას კვლავ “ლა მასიაზე” გეგმავს. “ბლაუგრანაში” არსებული პრობლემების არსისა და მათი გამოსწორების გზების შესახებ, ეს სტატია მოგიყვებათ. მარტის დასაწყისში, 18 წლის ილაიშ მორიბამ “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. კატალონიური კლუბის მიერ […]
ვინ არის დამნაშავე? – ლუის სუარესმა ბარსელონას დატოვების მიზეზებზე ისაუბრა
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “ბარსელონადან” წასვლის მიზეზებზე კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად ისაუბრა და ამ საკითხში კლუბის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დაადანაშაულა. ამასთან ერთად, 34 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. “ჩავის შესაძლო ჩამოსვლა კლუბში? მე ვფიქრობ, რომ ჯობია ის ამისთვის შესაფერის მომენტს დაელოდოს. მგონია, რომ ახლა არ […]
როგორი იქნება განახლებული კამპ ნოუ | VIDEO
ბარსელონამ განახლებული კამპ ნოუს გეგმა წარადგინა (ვიდეო)
🔵🔴 ESPAI BARÇAWhere dreams are bigger pic.twitter.com/0uMq9VS8fq — FC Barcelona (@FCBarcelona) October 20, 2018
კატალონიური ესტაფეტა – ბიძინა ბარათაშვილის ბლოგი | წარმატებები ჩავი!
წლევანდელი საფეხბურთო შემოდგომის მთავარი თემა უთუოდ ბარსელონაში ჩავი ერნანდესის დაბრუნება გახლავთ. დღეს ყველა ამაზე წერს – ბჭობენ, ხომ არ დააბრუნებს იგი ინიესტას? აგერ დანი ალვეში უკვე გუნდშია, ტიაგო უნდაო ლეოს ადგილზე… თვითონ მესისაც ჰქონია რაღაც პუნქტი კონტრაქტში… ეგებ, ახალი ტალანტებიც მოიძებნოს… ის ხომ სულით ხორცამდე ბარსელონელია და ვინ თუ არა ჩავი უნდა გახდეს მორიგი კატალონიური […]
ზუსტად 16 წლის წინ, ბარსას ფანებმა ფიგუ ღალატისთვის სამაგალითოდ დასაჯეს (ვიდეო)
ასე მოექცა ნოუ კამპის პუბლიკა “ბარსელონადან” “რეალში” გადასულ ლუიშ ფიგუს
280 მილიონი სამ წელიწადში – ბარსელონას ახალი სპონსორი ეყოლება
ბარსელონას ახალი სპონსორი ეყოლება. კატალონიური გრანდის ახალი მხარდამჭერი მუსიკალური მომსახურების კომპანია, Spotify იქნება. შვედურ კომპანიასა და ესპანურ საფეხბურთო კლუბს შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება, რომელიც ძალაში 2022/23 წლების სეზონის დასაწყისიდან შევა და რომელიც ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება. მხარეთა შორის თანამშრომლობის პერიოდში, “ბარსა” 280 მილიონ ევროს მიიღებს. Spotify-ის ლოგო “ბლაუგრანას” მაისურებზე იქნება განთავსებული. კომპანია ასევე […]
ფიგუმ ბარსას ფანები კიდევ ერთხელ განარისხა, ტვიტერზე შეურაცხყოფების ტალღაა
ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ, “ბარსელონას” ფანები კვლავ განარისხა, ლეგენდარულმა მოთამაშემ თავისი განცხადებით ლეო მესის წაკბინა და კრიშტიანუ რონალდუ შეაქო, რამაც “ბლაუგრანას” ფანები კიდევ ერთხელ გააბრაზა და სოციალურ ქსელში მის მიმართ უამრავი ნეგატიური კომენტარი წამოვიდა. “სხვა ფეხბურთელებს პარტნიორები სჭირდებათ რათა საუკეთესოები იყვნენ, რონალდუს კი მხოლოდ ბურთი სჭირდება” – თქვა ფიგუმ. შეგახსენებთ, ფიგუ იმ ფეხბურთელთა სიაშია, […]
ოფიციალურად: კამპ ნოუ სახელს შეიცვლის
შვედური სტრიმინგ კომპანია Spotify “ბარსელონას” მთავარი სპონსორი გახდა – ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. მრავალწლიანი კონტრაქტის მიხედვით, “ბარსელონას” გუნდების მაისურებზე Spotify-ს წარწერა გაჩნდება და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად – “კამპ ნოუს” სახელწოდება შეიცვლება. 2022 წლის ივლისიდან ის “Spotify კამპ ნოუ” გახდება. “საამაყოა თანამშრომლობა ისეთ კომპანიასთან, როგორიცაა – Spotify. პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებლობა ექნება გუნდს, როგორც […]
კამპ ნოუზე ტოდიბო წარადგინეს (ვიდეო)
კამპ ნოუს რეკონსტრუქცია ივნისში დაიწყება, ბარსელონა ერთ სეზონს სხვა სტადიონზე ჩაატარებს
,,ბარსელონამ” ,,კამპ ნოუს” განახლების პროექტი წარადგინა. გეგმის მიხედვით, სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე არენის პირველი და მეორე იარუსი გარემონტდება, ყურადღება გამახვილდება ტექნოლოგიურ დეტალებსა და სტადიონის გარე ტერიტორიაზე. რამდენიმე კვირის წინ, ,,ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, სამშენებლო მასალის ღირებულება 25%-ით გაიზარდა. კლუბი რისკების შემცირებას მინიმუმამდე აპირებს, სწორედ ამიტომ, […]