რონალდუ: ,,დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 წელიწადში საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიგა იქნება”
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მალე საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გახდება: ,,ვიცოდი, რომ ჩემი საუდის არაბეთში გადმოსვლა ყველასთვის გზას გახსნიდა. და არ ვცდებოდი… დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 წელიწადში საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიგა იქნება. ბენზემა უკვე გადმოვიდა და კიდევ ბევრი გადმოვა,” – […]
ბენზემამ რეალის რეკორდი დაამყარა
ლა ლიგის 27-ე ტურში ,,რეალმა” ,,ვალიადოლიდს” უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა. მატჩში მადრიდელთა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ფრანგ ფორვარდს მიმდინარე სეზონში 22 გოლი დაუგროვდა. შედეგად, ბენზემა გახდა პირველი ფეხბურთელი ,,რეალის” ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 20 გოლის გატანა 11 სხვადასხვა სეზონში შეძლო. აქამდე კარიმი პირველობას ალფრედო დი სტეფანოსთან და რაულთან ერთად იყოფდა. გარდა ამისა, ბენზემა ,,რეალის” შემადგენლობაში […]
AS – საფრანგეთის ნაკრების 3 ფეხბურთელი ბენზემას გუნდში ყოფნის წინააღმდეგი იყო
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები – უგო ლორისი, ოლივიე ჟირუ და ანტუან გრიზმანი, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდში კარიმ ბენზემას ყოფნის წინააღმდეგნი იყვნენ. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბენზემას მისამართით ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ანტუან გრიზმანი გამოხატავდა. ამის მიზეზი კი კარიმის მიმართ არსებული დიდი ყურადღება იყო, რამაც მათ შორის დაძაბულობა გააჩინა. გრიზმანი იმაზეც კი წუხდა, რომ სოციალურ მედიაში უფრო […]
რონალდუმ, ბენზემას შემცვლელად, რეალს საკუთარი თავი შესთავაზა
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ურთიერთობის დასრულება და მადრიდში დაბრუნება სურს. გასულ კვირას პირს მორგანთან მიცემულ ინტერვიუში 37 წლის ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკები” ღალატში დაადანაშაულა. სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების თანახმად, კრიშტიანუ რონალდუმ, ბენზემას შემცვლელად, “რეალს” საკუთარი თავი შესთავაზა. პორტუგალიელი გეგმავს, რომ მის ყოფილ კლუბთან ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმოს. მოსალოდნელია, რომ რონალდუ პორტუგალიის შემადგენლობაში, განას წინააღმდეგ, ძირითადში […]
მოურინიო ბენზემაზე: “მისთვის ოქროს ბურთი არაფერს არ ნიშნავს…”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა და ამჟამად “რომას” მწვრთნელმა – ჟოზე მოურინიომ კარიმ ბენზემას ოქროს ბურთის მოპოვება მიულოცა და მასზე ისაუბრა. “კარიმი ფანტასტიკური ბიჭია, იგი შესანიშნავი პიროვნებაა, ის გუნდური მოთამაშეა. ბენზემა არ არის შეპყრობილი საკუთარი თავით, ოქროს ბურთით ან მეტი გოლის გატანით, ვიდრე A, B ან C მოთამაშეები. ის გუნდის/გუნდური მოთამაშეა, რომელიც საკუთარი გუნდისთვის იმდენად ბევრს აკეთებს, […]
ხორხე სამპაოლი: “ოქროს ბურთს ყოველ წელს მესი უნდა იგებდეს…”
“სევილიას” მოქმედმა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა – ხორხე სამპაოლიმ, ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ბენზემას ვულოცავ ნანატრი ოქროს ბურთის მოგებას, მან ეს ამ სეზონში ნამდვილად დაიმსახურა. თუმცა ბევრად სამართლიანი იქნებოდა, რომ ყოველ წელს ოქროს ბურთს მესი იგებდეს, რადგან იგი უკვე ძალიან ბევრი წელია ყოველწამიერად ამტკიცებს, რომ ყველას მინიმუმ 3-4-ჯერ აღემატება“. აღსანიშნავია ის ფაქტიც, […]
პირველად კარიერაში – კარიმ ბენზემა ოქროს ბურთის მფლობელი გახდა
,,ოქროს ბურთის” 66-ე დაჯილდოების გამარჯვებული საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა გახდა. 34 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო. ბენზემამ გასულ სეზონში ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. თავდამსხმელმა ,,სამეფო გუნდთან” ერთად ესპანეთის ლა ლიგა, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. […]
რეალი ბარსელონასთან ბენზემას გოლით დაწინაურდა | VIDEO
პერესი: ,,ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ოქროს ბურთს ბენზემა მიიღებს”
მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ ,,სამეფო გუნდის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ,,ოქროს ბურთის” გამარჯვებული გახდება: ,,ბენზემა უკვე დასახელდა უეფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად, უახლოეს დღეებში კი ,,ოქროს ბურთსაც” მიიღებს. ამაში ეჭვი არავის ეპარება,” – განაცხადა ფლორენტინო პერესმა. გასულ სეზონში ბენზემამ ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 […]
ანჩელოტი: ,,ბენზემას შეცვლა შეუძლებელია”
მადრიდის ,,რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, განაცხადა, რომ კარიმ ბენზემას შეცვლა შეუძლებელია: ,,თავდამსხმელები გვყავს, სიაში ბევრნი არიან. კარიმი, მარიანო, აზარი, ასენსიო, როდრიგო. გასაგებია, რომ თუ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი ვერ შეძლებს თამაშს, ეს გუნდზეც აისახება. ბენზემას შეცვლა ახლა შეუძლებელია, ასეთი ფეხბურთელი დედამიწაზე არ არსებობს. ალტერნატიული გადაწყვეტილებები გვაქვს,” – ანჩელოტის სიტყვებს Marca ციტირებს. ბენზემამ გასულ სეზონში მადრიდის […]
ბენზემა მესის სიტყვებზე: ,,ეს მოტივაციას მმატებს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ლეო მესის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წელს ,,ოქროს ბურთს” სწორედ ბენზემა იმსახურებს: ,,მესის სიტყვები მოვისმინე და ძალიან გამიხარდა. სასიამოვნოა, რომ ჩემზე ამას ასეთი ფეხბურთელი ამბობს. ეს მოტივაციას მმატებს,” – ბენზემას სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს. ბენზემამ გასულ სეზონში ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში […]