ლონდონის ,,არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ,,რეალისა” და ,,მანჩესტერ სიტის” შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის საუკეთესო ფორვარდები 30 წელზე მეტის არიან: ,,ევროპის მასშტაბით საინტერესო ტენდენციას ვხედავთ: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები, ყველაზე ეფექტურები არიან. 33 წლის რობერტ ლევანდოვსკი, 34 წლის კარიმ ბენზემა, 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გოლს ნებისმიერ ასაკში იტანენ. ევროპის საუკეთესო თავდამსხმელები 30 წელზე მეტის […]