ვეტერანი ფეხბურთელები რომლებიც კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებენ (ფოტოები)
საფეხბურთო და ზოგადად სპორტული პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ფორმის შენარჩნება არცთუ ისე მარტივია. კარიერის დასრულების შემდეგ ბევრ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავს წონის პრობლემა ექმნება. საკმაოდ იშვიათია ფეხბურთელები, რომლებიც პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ იმ კარგ ფორმას ინარჩუნებენ და მეტიც, უკეთეს ფორმაშიც კი არიან ხოლმე. გთავაზობთ ფეხბურთელებს, რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებენ. #1 კლარენს ზეედორფი […]
“სრული მხარდაჭერა ლეო” – პუიოლი და სუარესი მესის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ
ევროპის ერთბაშად ყველა წამყვანი საფეხბურთო გამოცემა იუწყება, რომ ლიონელ მესიმ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კლუბის დატოვების სურვილი შეატყობინა. ინფორმაციიის გავრცელების შემდეგ, “ბლაუგრანას” კაპიტანს და 6 ოქროს ბურთის მომგებ სუპერვარსკვლავს ყოფილმა და მოქმედმა თანაგუნდელებმა, შესაბამისად, კარლეს პუიოლმა და ლუის სუარესმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. “პატივისცემა და აღტაცება, ლეო. სრული მხარდაჭერა შენ ძმაო”, – წერს კატალონიელთა ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური მცველი […]
რატომ არის პუიოლი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი?! (ვიდეო)
პუიოლი მესის რეკორდზე: “ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა”
ლეო მესიმ “ვალიადოლიდთან” მატჩში “ბარსელონას” მაისურით 644-ე გოლი გაიტანა, რითაც პელეს ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა. კატალონიური კლუბის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ კარლეს პუიოლმა თქვა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესოა. “თუ მკითხავთ ვინ არის მაიკლ ჯორდანი, გეტყვით, რომ ის საუკეთესოა კალათბურთის ისტორიაში. რაც შეეხება მესის, მას იგივე სტატუსი ექნება – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს […]
კარლეს პუიოლმა ბარსელონას უარით უპასუხა!
მას შემდეგ რაც პეპ სეგეირამ “ბარსელონას” გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, კატალონიელები აღნიშნულ პოზიციაზე მათ ყოფილ კაპიტანს, კარლეს პუიოლს მოიაზრებდნენ. აღნიშნული ფაქტის შესახებ ესპანური პრესაში საკმაოდ ბევრი რამ იწერებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ხმა, რომ “ბლაუგრანას” მესვეურებმა პუიოლის დათანხმება ვერ მოახერხეს. ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში თავად პუიოლმაც დაადასტურა, მან ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განმარტა […]
რობერტო კარლოსის უძლიერესი დარტყმა რომელიც პუიოლმა თავის თავზე მიიღო (ვიდეო)
კარლეს პუიოლის უხეში თამაში ფილ ნევილის წინააღმდეგ (ვიდეო)
პუიოლმა აიაქსს გამარჯვება საჯაროდ მიულოცა
“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელებს გამარჯვება საჯაროდ, საკუთარი Twitter-ის საშუალებით მიულოცა. “ვულოცავ აიაქსს, თქვენ შესანიშნავი ფეხბურთელები ხართ ბიჭებო!” წერს პუიოლი. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიურმა გუნდმა შესანიშნავი თამაშის შედეგად, ტურინის “იუვენტუსი” ანგარიშით 1:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან გამოთიშა. იხილეთ მიმოხილვა: იუვენტუსი 1:2 აიაქსი
კასილასმა საქველმოქმედო ელ კლასიკოს გამართვის სურვილი გამოთქვა
“რეალის” ლეგენდარულმა კიპერმა – იკერ კასილასმა საქველმოქმედო “ელ კლასიკოს” გამართვის სურვილი გამოთქვა, რომელშიც “ბარსელონასა” და “რეალის” ლეგენდები მიიღებენ მონაწილეობას. კასილასის ინსპირაციის წყარო ხავის მიერ Twitter-ზე განთავსებული ვიდეო გახდა, რომელსაც ანდრეს ინიესტა და კარლეს პუიოლი გამოეხმაურნენ. “ბარსელონას” ლეგენდებს იკერ კასილასიც შეუერთდა და საინტერესო კომენტარი გააკეთა. “სახალისოა, თქვენს წინააღმდეგ და თქვენთან ერთად რამდენჯერმე მომიწია თამაში. როდესაც ეს […]
კარლეს პუიოლმა ლეო მესის ბარსელონაში დარჩენა შეაფასა
“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ამ სტატუსის მოქმედი მატარებლის ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში დარჩენის შესახებ კომენტარი გააკეთა. “ბედნიერი ვარ, რომ ის “ბარსელონაში” თამაშს გააგრძელებს. მე კვლავაც ვენდობი ამ გუნდს და ვიცი, რომ ლეოსთან ერთად ჩვენ უდავოდ კიდევ უფრო ძლიერები ვართ”, – დაწერა პუიოლმა Instagram-ში. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, […]
პუიოლი: მესი 38 წლამდე ითამაშებს
“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტნის, კარლეს პუიოლის შეფასებით, ლიონელ მესის უმაღლეს დონეზე თამაში 38 წლამდე შეუძლია. “რატომ ვსაუბრობთ ბარსელონას მომავალზე მესის გარეშე? ის 32 წლისაა და 38 წლამდე ითამაშებს. მთავარია, სანამ ის ჩვენთანაა, გუნდმა მაქსიმალურად ბევრი ტიტული მოიგოს,” განაცხადა პუიოლმა. 32 წლის არგენტინელს მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავი შედეგები აქვს: ლა ლიგაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში, მესის ანგარიშზე 14 გოლი […]
სპეციალურად ელ კლასიკოსთვის – ბარსელონა ახალი ფორმით ითამაშებს
“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მთავარი მატჩისთვის ემზადება – სამზადისის პროცესში, “ბლაუგრანამ” ახალ ფორმაზეც იზრუნა. გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ფორმა დევიზის, Una samarreta ens agermana (“ერთი მაისური გვაერთიანებს”) გამომსახველია. მაისური “ბარსელონას” ფერებსა და კატალონიის დროშის ფერებს (წითელი და ყვითელი) აერთიანებს. ახალი მაისური გუნდის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა წარადგინა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. […]