ბარსელონა იუნაიტედის მოთამაშით დაინტერესდა
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონამ” თვალი “იუნაიტედის” შემტევს, მარკუს რეშფორდს დაადგა. Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზადაა, რომ რეშფორდში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. მიუხედავად ამისა, კატალონიურ კლუბს ესმის, რომ ინგლისელის გადაბირება ძალიან რთული იქნება. პირველ რიგში, “იუნაიტედი” მარკუსის ბავშვობის საყვარელი გუნდია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სულ ცოტა ხნის წინ სასტარტო შემადგენლობიდან ლუკაკუ ამოაგდო და სოლსკიაერისგან დადებით შეფასებებსაც […]
ბარსელონას შემადგენლობა ჩელსის წინააღმდეგ ცნობილია
ზუსტად 1 საათში (14:30) სტარტს აიღებს ამხანაგური მატჩი ტოკიოში, სადაც ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია კატალონიური კლუბისთვის, რადგან უკვე ოფიციალურად შედგება ანტუან გრიზმანის დებიუტი. გთავაზობთ “ბარსელონას” შემადგენლობას ლონდონელთა წინააღმდეგ:
Marca-ს მსაჯმა განაცხადა, რომ ვინიციუსზე პენალტი დასანიშნი იყო
რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. ესპანური გამოცემის – Marca-ს მსაჯი, ანდუარ ოლივეირა პირველ ტაიმის საკამათო ეპიზოდს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ სემედომ საჯარიმოში ვინიციუსი წააქცია, თუმცა მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. “აშკარაა, რომ ვინიციუსის წინააღმდეგ […]
კოუტინიომ მანჩესტერის ფეხბურთელებთან ისაუბრა
ფელიპე კოუტინიოს ესპანური კარიერა შესაძლოა, ძალიან მალე დასრულდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი კატალონიაში 2018 წლის იანვარს, 120 მილიონ ევროდ გადავიდა. კოუტინიო უკვე დიდი ხანია კრიტიკის ქვეშაა მოქცეული. ფეხბურთელში, რომელშიც “ბლაუგრანამ” ამხელა თანხა გადაიხადა, წელს მხოლოდ 8 გოლი გაიტანა. ცნობილია, რომ “ბარსელონა” ფელიპეს ტრანსფერით მიღებული თანხით ნეიმარის […]
ბარსელონა ლიგა 1-ის ერთ-ერთი ბომბარდირით დაინტერესდა
კატალონიის “ბარსელონამ” თვალი “ლილის” ფეხბურთელს, ნიკოლა პეპეს დაადგა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული Diario Sports ავრცელებს. მოგეხსენებათ, ლუის სუარესი ბოლო პერიოდია ისეთივე შედეგიანი ვეღარ არის. კატალონიელებს კი ახალი თავდამსხმელის დამატება სჭირდებათ. წყაროს თქმით, “ბარსელონას” სკაუტები გასულ კვირას, “მონპელიესა” და “ლილის” მატჩს სწორედ ნიკოლა პეპეს თამაშის სანახავად დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ “ლილის” 23 წლის შემტევი წელს საფრანგეთში სუპერ შედეგიანია. […]
ლონდონის ჩელსის შემადგენლობა ბარსელონას წინააღმდეგ ცნობილია
ზუსტად 1 საათში (14:30) სტარტს აიღებს ამხანაგური მატჩი ტოკიოში, სადაც ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ “ჩელსის” შემადგენლობას კატალონიელთა წინააღმდეგ:
რეგილონმა კლასიკოს შემდეგ იტირა (ვიდეო)
გუშინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. განცდილი მარცხი მადრიდელთა მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა ძალიან განიცადა. ესპანელმა ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა. A esto le llamo yo sentir los colores. @sergio_regui pic.twitter.com/LzRv8kOB85 — Madridismo Real™ (@MadridismoreaI) February 27, […]
მესის ბრწყინვალე სტატისტიკა მიმდინარე სეზონში – ის ისევ ლიდერია
ლეო მესი მიმდინარე სეზონში ევროპის მასშტაბით საუკეთესო მეგოლე და ასისტენტია. გუშინ არგენტინელმა “რაიოსთან” მოგებულ მატჩში (3:1) გოლსა და ასისტს მოუყარა თავი. | GOAL! | Calm as you like 🥶 Lionel Messi puts Barcelona 2-1 up from the spot! #LaLiga pic.twitter.com/AXfgZwTvEY — Eleven Sports (@ElevenSports_UK) March 9, 2019 📂 LaLiga└📁 2018/19 └📁 Defenders getting sent └📽 […]
მესის 50-ე ჰეთ-თრიკი კარიერაში (ვიდეო)
ანტუან გრიზმანი: ” ბარსელონაში თამაში უფრო რთულია ვიდრე ატლეტიკოში “
როგორც იცით ფრანგი შემტევი ზაფხულში კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდა. გულშემატკივრები გრიზმანისგან უფრო მეტს ითხოვენ, ვიდრე ახლა აკეთებს. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა მარკასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა ” ზოგადად არ არის ადვილი იყო “ბარსელონას” ფეხბურთელი. აქ თამაში საკმაოდ რთულია ” ” ჩემთვის ეს არის ახალი კლუბი , ახალი ტაქტიკა , რასთანაც ადაპტაცია მჭირდება. კატალონიელები “ატლეტიკოსგან” აბსოლუტურად განსხვავებული სტილით […]
რამოსმა 0:3-ის შემდეგ თანაგუნდელებს მიმართა
გუშინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა. კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. აღნიშნული მატჩის მე-3 გოლისას ესპანურმა მედიამ სერხიო რამოსისგან საინტერესო სიტყვები გამოიჭირა. გუნდის კაპიტანმა გაშვებული პენალტის შემდეგ, თანაგუნდელებს მიმართა: “მათ 6-მდე ნუღა ავიყვანთ.”